ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2018


(ავტო)პორტრეტი

გულის ეს ცეცხლიც ჩაქრება მალე.
შენ კი (ხავსივით) რასაც მოები,
დაემსგავსება სიმშვიდის წამებს
და შემოდგომის საღამოები
გატკბება შენი ტკივილის ფონზე,
კვლავ განაგრძობენ ფოთლებიც შრიალს.
შენ დაფიქრდები და განვლილ დროზე
იტყვი, რომ დიდი აბსურდი ჰქვია
ყველა სიმძიმეს, რომელიც მხრებზე
წარბშეუხრელად აგკიდა ყველამ.
რომ ახლა ხელის ცეცებით ეძებ
სინათლეს გზებზე, რომლებზეც ბნელა.
,,მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი"
არ ეპუება ამ შენს უკუნეთს
და რაღაც წრფელი იმედით მშვიდი
დგახარ. მომავალს ასე უყურებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები