ნაწარმოებები



ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2019


ლაზარე

მორჩა და გაქრა
ქართველობა უკვე წაგართვეს,
უმნიშვნელოა ახლა ღიპთან რას შეაფარდებ,
დრო იყო სივრცეც,
სახელად, რომ გერქვა შენ გერქვა ლომი,
დამთავრდა ომი,
გმირისგან კი ჩამოდნა გნომი,
მრავალი დროა,
რაც მოგიკვდა გაგება ღმერთის,
დაკარგე ცოდნა,
ამ გაგებას,
რომელიც ერთვის,
დაჭკნა ყვავილი,
ბაყაყებმა იწყეს ყიყინი,
ყრანტალებს ყვავი,
საკუთარსაც, რომ ვერ იყენებ,
მაგრამ ასეა, და ესაა შენივე ბედი,
ბოლომდე მოკვდე,
გასულელდე და ვერ ხედავდე,
ჩამოიშალოს ფასადივით
თვალებზე ხედი,
და აღმოცენდე ჭაობიდან
როგორც დუმფარა,
როგორც შროშანი დაიბადო სიბინძურიდან,
და გაიშალო, გაიფურჩქნო
ვით უდუმბარა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები