ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2018


ს უ ლ შ ი ც შ ე მ ო დ გ ო მ ა შემოსულა, რაგინდ სისულელედ ჩამითვალეთ

ახლა შემოდგომა ისე ლამაზია,
მწიფე ფოთლებია ყველგან დაფენილი,
სივრცე ამაღლებულ ფიქრის სავანეა
ფოთლებს ეფერება მუქი ქვაფენილი.

ფიქრი შეიშლება ჩემი ნაბიჯებით
ნარიყალას ბაღი სევდის თალარია, 
ისე მომენატრე  ისე გაგიჟებით
უკვე მერამდენე ღამემ დამათია.

ამ სულს შერჩენია შენი სურნელება
მარტო  იმისია,  ისე ჩაჰფრენია,
სივრცე გარინდულა სახე შეფაკლული
ღამე მდუმარებით გულში ჩასწვენია.

სივრცე მოლოდინმა ისე შემიმცირა
თავის დაკარგვამდე ცოტა დამრჩენია.
სულსაც შებზარული ეჭვი დამიჩემდა
თითქოს ძველი სევდის ჩუმი ნარჩენია.

ისე მომენატრე,  ლამის შევიშალო
შენზე ფიქრი უკვე გულში უტევია.
აქით გეფერები გულს კი,  სამწუხაროდ
შენი სიახლოვე ჩანს რომ ურჩევნია.

იცი შემოდგომა ჩემშიც  შეიშალა
ჩემში იდუმალი სევდის შემტანია,
შეშლილ შემოდგომის წილი  შეგინახე
სულიც დაჩოქილი,  ჩემი მეტანია.

იცი,  შემოდგომა რარიგ ლამაზია
ფოთლის ხალიჩები მიწას დაჰფენია,
მზის სხივს ვნების ცეცხლი მათზე დაუნთია
ვერც კი წარმოიდგენ რარიგ საფერნია.

ნეტა შენც აქ იყო  შენაც დაგანახა
წელსაც შემოდგომა როგორც სადაფია,
იქნებ ახლაც შეძლო დროის შემოკლება
თორემ მონატრებამ სული დამალია.

ზეცა მზერას იპყრობს სახეშეფაკლული
გაქრა სიხარული მცდარი პროცესია,
შენ ვერ წარმოიდგებ სულს სცლის სიმარტოვე
დავალ ხეთა რიგში რისი მომცემია.

ისე შემოსულა სულში ქარვისფერი
თბილი სამოსივით სულზე დამეფინა,
ახლა შენთან ყოფნა რარიგ მენატრება
წუხელ  მთვარის შუქი სხეულს ეფოფინა.

სევდამ გაიარა გულში ალმაცერად
სტრიქონს ჩავაქსოვე შენი მონატრება,
გრძნობა სიფაქიზით სხეულს ეხიზნება
უფრო ძლიერდება ვნება აღარ ცხრება.

ისე მომენატრე  ვკვდები შეხვედრამდის
მწიფე ფოთლებია ყველგან დაფენილი,
სივრცე ამაღლებულ ფიქრის სავანეა
ფოთლებს ეფერება მუქი ქვაფენილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები