ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2018


ს ა ლ ა ღ ო ბ ო ?

მახსოვს, მახსოვს შემოდგომა,
შემოდგომა თაფლისფერი.
მივყვებოდი ბედის ბილიკს
და ჩემს სულში შემოხვედი
და ჩემს სულში შემოხვედი
და ჩემს სულში შემოხვედი.

მივალ  დღემდე შენს გარეშე
არა მივალ შენთან ერთად
გზად რამდენი ვარდებია
წინ ეკლები ვარდებიან.
წინ ეკლები ვარდებიან
წინ ეკლები ვარდებიან.

დღე დღეს მოჰგავს აი უკვე
წლები წრეზე ლაგდებიან
გავლილიც და გამოვლილიც
მაიც ჩუმ ბორცვს ბარდებიან.
ყველა ჩუმ ბორცვს ბარდებიან
ყველა ჩუმ ბორცვს ბარდებიან
ყველა ბორცვად ლაგდებიან.

რა ცოტაა სიხარული
ზღვის ოდენი დარდებია
ქალაქები სამყაროში
რა პატარა ჩალმებია
აქ დღეები ყოფის ნაბიჯს
ზედ ღირსებად ალბებიან.
ზედ ღირსებად ადნებიან
ზედ ღირსებად ადნებიან.

ეს ყოფილა ყველაფერი
მას სიცოცხლე დარქმევია.
მას სცოცხლე დარქმევია,
მას სიცოცხლე დარქმევია.

ასე იყო ასე არის
და იქნება ასე მუდამ,
ჩვენ წავალთ და სხვები მოვლენ
თითქოს ხეთა ფოთლები ვართ,
მოვლენ მწვანე ფოთლებივით,
მოვლენ სხვებიც ფოთლებივით
მოვლენ სხვებიც ფოთლებივით.

მიწა თავის წილს მოითხოვს
მიიღებს და გულს მოითბობს,
ისიც  თავის წილს იმყოფებს.
როცა თავის გულს მოითბობს.

ეს ყოფილა შემოდგომა,
ქარვისფერად დაბარდნული
და სიცოცხლე სიხარულით
ალაგ-ალაგ დალამბული,
ალაგ-ალაგ დალამბული,
ალაგ-ალაგ დალამბული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები