ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2018


მე არ მივდივარ არჩევნებზე! შენ?

ერთი ბოლო აქვს ყველა კანდიდატს -
ყველა გასუქდა, გაძღა, განდიდდა.
ვინც დავადგინეთ, ერმა, თავებად,
სუყველა აქეთ "გვებლატავება".

ყველამ ქართული მიწით ივაჭრა,
თითო ნაწილი ყველამ მიაჭრა.
მიშა, ბიძინა, ედო, ნათელა -
ქვეყანა არვინ არ გაამთელა!

აქ ვინც გიგია და ვინც კახია,
ყველა ფახია, ყველა კრახია.
გადაჰყოლიან ჭამა-სმას, თრიაქს,
არად აგდებენ მოხუც პატრიარქს.

რა სიბრძნე და რის გონიერება?!
მაყუთზე ყველას გონი ერევა.
რომ გაამდიდროს თავის კუნძული
მთელი ერი ყავს გადაკუზული.

დრო გადის, არაფერი იცვლება,
გარდა იმის, რომ ერი იცლება.
ერთს გავაგდებთ და ვირჩევთ მეორეს,
რომელიც ისევ ძველს იმეორებს.

ამათ პარპაშს რომ ბოლო მოეღოს,
უნდა პატარა ჩვენც გონს მოვეგოთ.
სამაგიერო გადავუხადოთ
და ბოიკოტი გამოვუცხადოთ.

არ გავაკეთებთ, თუკი, არჩევანს,
ჩვენი ქვეყანა ჩვენვე დაგვრჩება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები