ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2018


ფ ო თ ლ ე ბ ი ს ც ვ ე ნ ა


დღესაც ჩემო, კიდევ ერთხელ
ნარიყალას ლამაზ ბაღში,
დღეს პირისპირ თვალს ვაამე
ოქროსფერი ფოთლის მარში.
ბედის ბაღში შემოდგომა,
იყო ლაღი, იყო ნაზი,
მივუწექი ფოთებს გვერდით
შენზე ფიქრებს ვიწნავ თმაში.
თვალებს ვხუჭავ ვირინდები
თავთუხისფერ ფოთლის ტბაში.
ციდან ნამი მეპკურება
შენზე ფიქრში შენთვის ცდაში.
ოცნებებმა გამიტაცეს
ამიყვანეს შორად ცაში.
იქ დამიხვდი, ჩემი იყავ
ვიდედოფლე მთვარის სახლში.
შენ მითხარი შენით ვხარობ
წარსულს სულში ვერ ამოშლი.
არ წახვიდე არ დამტოვო
გრძნობის ტაძარს ნუ ჩამოშლი.
დღეს ვაამე სულსაც სიტკბო
იყო სითბო ფოთლის ტბაში,
რა უდროოდ შემიყვარდი
ზღვა ოცნებებს ვიწნავ თმაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები