ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ოქტომბერი, 2018


რ ა ტ ო მ?

რატომ?
– ვკითხულობ ჩემთვის უკვე მერამდენედ. მაგრამ ხითიქვაზე არავინაა ჩემს ახლომახლოს პასუხის გამცემი.
როგორ მინდა ასეთ დროს ვინმე იყოს ჩემთან ახლოს ამ კითხვაზე პასუხის გამცემი, ისეთი, რომელიც უთქმელ ნათქვამს მიმიხვდება და ასევე გამცემს პასუხს.
მენატრები ზოგჯერ შენ ადამიანო. როგორი კარგი დაიბადე, როგორი სათუთი, როგორი უმანკო. ვინ იცის ამიტოაცაა ბავშვობა ყველაზე საოცარი და  დაუბრუნებელი ნატვრა, რადგან მას ზრდასრულობაში ვეღარ ვიმსახურებთ.
თითქოს ეს არის. რეალური მისტიკა ზრდასრულობასა და ხანდაზმულობში.
კიდევ ისიც მაკვირვებს, რომ როგორ ადგილსა და გარემოშიც ვიმყოფები, შესაბამისი ფიქრები და განწყობა რად მეუფლება.
ვხვდები შენ მაკლიხარ ყველგან ადამიანო, ის მაკლია ძალლიან, რაც შენ და მე ცხოველებისაგან გვანსხვავებს.
ჩვენი ცხოვრება შედგება უამმრავი წლების, თვეების, კვირეებისაგან და დაუთვლელი დღეებისაგან.
ცაზეც ასეა მთვარიან ღამეში ვარსკვლავები.
ჩვენ ცა ვყოფილვართ, დრო კი, ჩვენი ცხოვრება, დროის საზომი კი ვარსკვლავები ანუ ჩვენი სიცოცხლე.
რატომ, რატომ?
ანუ, ჩვენ ცა ვართ, ჩვენი ცხოვრება დრო, მისი ხანგრძლივობა ჩენი სიცოცხლე, ანუ ვარსკვლავები.
ცასა და  დედამიწას შორის ვყოფილვართ პატარა ცათა კრებულად გაბნეულნი. ვარსკვლავებად დაბნეული ჩვენი სიცოცხლით.
რა რთულია იკაშკაშო ახლოს, იყო შორს და ძლივს მოჩანნდე და უშორესად ძლივს ბჟუტავდე, ანდა მინავლებული ხანდახან ჭამოიბჟუტავდე.
ცივა დიდ ცასა და დედამიწას შორის, ხან ტბილა, არის საუცხოო ტემპერატურაც, რა დროსაც იბადება ახალი სიცოცხლე და მრავალი შეუქცევადი პროცწსით იმართება ეს სივრცე.
მე აქ ვარ, ჩემი ქუჩა არის დავით აღმაშენებლის გამზირი, ძველ პლეხანოვად წოდებული.
საფეხმავლო  ქუჩაა, ხალხმრავალი დღედაღამ, რა რჯულის ადამიანს არ შეხვდები აქ, რა ენაზე მოლაპარაკეთა ბედნიერ სახეებს არ გადააწყდები, სიცოცხლე ჩქეფს ამ ქუჩაზე დღედაღამ. კარგია. მაგრამ ძველი სახელი მაინც ვერ ჩამოირეცხა, გულში დარჩენილი ხინჯივით ჩემმა ქუჩამ.
ქუჩის დასაწყისში, ერთი ოჯახი გადმობარგდა ქირავნობის წესით, ცოტა ხნის წინ.
ახალგაზრდა 25–6 წლის ცოლ–ქმარი, ოთხი უსუსური ბავშვით.
უფროსი 8 წლის ვაჟი დათრგუნვილი უკვე, სხვა ბავშვების გასამხიარულებლად, საკუთარ 5 წლის დას რომ აყენებს შეურაცხყოფას.
რომელსაც, მშობლებმა, სამ ენაზე ასწავლეს  სიტყვები:" გამარჯვება" და "ფული მომეცი".
ამ ბავშვებს მშობლები დილით ადრე გამოყრიან ქუჩაში, როგორც კი ქუჩა ახმაურდება. თავად კი გაღიმებულები ახლომახლო მიმდგრები
ათასგვარ სისულელით იქცევენ თავს, მანამ გოგონა პურის ფულს მოუგროვებს მათხოვრობითა სდა სირბილ–სირბილით.
გოგონა მუდამ თმაგაბუდებული და მოუვლელია. დედმამა კი მშვენივრად გამოიყურებიან დაყუდებულები და უსაქმურობით დაღლილები.
რა ელით ამ ბავშვებს ასეთი გამჩენისა და გამზდელის ხელში ?
ჭიასავით მიღრღნის ტვინს ეს ფრაზა და ქუჩაში გასვლას მაზიზღებს, არადა, ბრწყინვალე დავით აღმაშენებლის სახელობისაა ჩემი ქუჩა.
გათენდა ტკივილი მიღრმავდება გულში და მიფუჭდება ხასიათი ნელანელა გასვლამდე. ვიცი გარეთ იმ საწყალი ბავშვების სახეები შეეჭიდებიან ჩემში აღმაშენებლის სახესა და ბრწყინვალებას.
რა ბედნიერებაა ერთი და რა უბედურებაა მეორე.
შუაში ჩამარხული ტკივილი ანგრევს ყველაფერს და ფეთქდება.
ეს საქართველო თამარის, დავითის, ჭმინდა ნინოს, მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.
როგორ ზრდიდნენ თამარს, დავითს, მათი გენეტიკა, მათი წარმომავლობა, აღზრდის მეთოდები. მზრუნველი მშობლები..
ბავშვის მომავალს მაინც მშობელი უდგამს საძირკველს, თავისი გონებრივი შესაძლებლობებიდან და ცხოვრბის წესის შესაბამისად.
ხშირად ვაჩერებ ამ ბავშვებსფულის ჩუქებისას და ვაძლევ რჩევას, მაგრამ ეს კედელზე შეყრილი ცერცვია, რადგან მშობლის ნათქვამი მათთვის ჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე ჩემი...
რატომ, რატომ?
ზოგჯერ, როგორ ნატრობენ ადამიანები ერთი შვილს ყოლას, ამათ კი, 4 შვილი ჰყავს და ასე იყენებენ მშობლები  მათ, როგორც..... 
რატომ, რატომ, რატომ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები