ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლან ეილიენ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 სექტემბერი, 2018


* * *

სექტემბრის ბოლო დღის უკუნითი ღამეა ...
ვწევარ , უიმედოდ დარჩენილი ..
ფიქრებს თავს ვაძლევ და თან ჩუმად ვიმეორებ შენს სახელს , სრულად და გარკვევით . ენის წვერს ნაზად ვახებ კბილს და ისე ვამბობ შენი სახელის ერთ-ერთ ასო ბგერას ..
გეძახი ისე , თითქოს იმედი მაქვს რომ ჩემი გონების ამ ხმას გაიგებ ...
ჩემთან გიხმობ ... მინდა აქ იყო ... ჩემს გვერდით ... ამ პატარა კლაუსტროფობიურ ოთახში ...
მინდა ჩემს გვერდით იწვე და ხელში ისე მაგრად გეჭიროს ჩემი ხელი , რომ ძვლებში ატანდეს შენი თითების ჩემს თითებზე მოჭერისას გამოწვეული ტკივილი ... როგორც უწინ აკეთებდი ...
თვალებს ვხუჭავ , ვცდილობ რომ წარმოგიდგინო, ასე და ამგვარად .. თითქოს ჩემს გვერდით წევხარ , ვგრძნობ რომ ჩემი ხელი - კვლავ შენს ხელშია და ჩემთან ერთად უყურებ ცარიელ სივრცეს ...
თავს მარცხნივ ვაბრუნებ , იქ , სადაც შენ უნდა იწვე მაგრამ შენს ნაცვლად კედელია ... ამის გამო გული მიცრუვდება , თავი უშენოდ არარაობა მგონია და ჩემზე ცუდად მოქმედებს უშენობა ..
კვლვავ ვცდილობ შენს წარმოდგენას და კვლავ გხედავ , როგორ წევხარ ჩემს გვერდით და პირდაპირ იყურები , უსულო , უფერო , ცარიელ სივრცეში ... აი ზუსტად ისეთ სივრცეში , როგორიც შენ ხარ დღეს ...
კედლის ყურება მბეზრდება და შენს წარმოსახვას თავს ვანებებ ... ისევ წინანდელ პოზიციაში ვაბრუნებ კისერს და კვლავ სივრცეში ვიყურები ...
ისევ გეძახი , არ გესმის ..
შველას გთხოვ ... რომ დახმარების ხელი გამომიწოდო ... თუმცა დახმარების ნაცვლად , კიდევ უფრო მიმაქანებ უფსკრულში ...
მანადგურებს უშენობა ... და ფიქრი იმაზე , რომ დღეს სექტემბრის ბოლო ღამეა და უშენოდ ისე თენდება , როგორც გასული დღეები გათენდნენ .
როგორ ხარ ? სად ხარ ?
იმედია კარგად ხარ ...
ან ცუდად რატომ უნდა იყო ? როცა აღარანაირი მიზეზი აღარ არსებობს შენი ცუდად ყოფნის ..
ყველაფერი კარგადაა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები