ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 სექტემბერი, 2018


მე მჯერა!

ბევრი რამ უშლიდა ხელს ჩვენს ერთად ყოფნას...დრო-შენ რომ დიდი ხნის წინ გამოგაფხიზლა და მე კი ჯერ ისევ იავნანას მიმღეროდა...დილა-გაღვიძებისას სხვადასხვა მზის ქვეშ რომ  მიგვიჩინა ადგილი, შენთან უფრო მდიდრულად რომ ანათებდა სხივები და ჩემთან კი უფრო ღარიბული განათ(ლ)ება რომ ირეკლებოდა ფანჯრის მინებზე... ადამიანური ყოველდღიურობით აჭრელებული სამყარო, მრავალი ფერი რომ შეგძინა შენ და ნაკლებხმაურიანი მთები, რომელმაც მხოლოდ სიმწვანე და უბრალოება შემოარტყა ჩემს სულს უცვეთ ლაბადად... ქარიზმატული დღეები შენი და მდორე, არაფრის მთქმელი, ჩემი საღამოები... დაგეგმილი, ჩარჩოებში ლამაზად მოქცეული, შენი ცხოვრების ყოველი დღე და გრაფიკშემორღვეული ჩემი ჩვეულებრივობა, სიტუაციისა და გარემოებების შესაფერისად.
უმისამართო, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული, შენი ვიზიტები და ჩემი მოვალეობრივი მოგზაურობები "წუთისოფელში"...
სურვილები, თითქოს ერთნაირი და მაინც შეუთავსებადი...სიტყვები, თითქოს იოლად აღქმადი და მაინც გაუგებარი, ანდაც გაგებულიც, თუმცა არასწორად... ნაბიჯები-ვერ ან გაუბედავად გადმოდგმული და გაურკვევლობით სწრაფადვე უკან დაბრუნებული... შიში...სისუსტე...უმოძრაობა...
და ბოლოს გზა... შენიდან ჩემამდე, ჩემიდან შენამდე... საცალფეხო ხიდივით გადებული და რთულად გადმოვლადი!
ბევრი რამ უშლიდა ხელს ჩვენს ერთად ყოფნას....
და მაინც  ერთნი ვართ დღეს...იმ მზერის წყალობით, ვარსკვლავები რომ გულწრფელად ციმციმებენ სველ სიფერადეში, იმ ღიმილის წყალობით, გამჭვივრვალე, უცოდველი წვეთებივით რომ აცვივა სისუფთავე ბაგეებს და იმ სითბოს წყალობით, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ასე დაუნანებლად, რომ გასცემს გული.
ჩვენ ჩვენივე ხედვამ დაგვაკავშირა ერთმანეთს, ჩვენივე აღქმამ მიგვიყვანა ერთმანეთის სულებამდე და სწორედ ჩვენივე ფანტაზია გადაარჩენს მრავლისმთქმელ "ჩვენობას!" მთელი შეგნებით მჯერა ამის!..ჰო...მე მჯერა ამის!..მე მჯერა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები