ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნანა 1978
ჟანრი: საბავშვო
5 ოქტომბერი, 2018


პაწაწა ლიზიკო..

ჩემი პაწაწა, გოგუცა გოგო..
დაბორიალებს, ურევს, ალაგებს,
მღერის და ცეკვავს და უმოწყალოდ
აგლეჯს თოჯინებს ლამაზ დალალებს.
    ხან დედიკოა, სადილს ამზადებს,
    მისხელა ცოცხით გადაგვის კიბეს,
    ტალახის "ნამცხვრით" გვიმასპინძლდება,
    წარბებშეკრული დაკემსავს წინდებს.
მამიკო-პლუშის დიდი დათვია,
ხაჭაპურს უცხობს, ყავას უდუღებს,
სიცხეს უზომავს, წამლით გაჭყიპავს,
თუ გააბრაზა-ყურებს აგლიჯავს.
    თმებს დაივარცხნის, თვალს შეიღებავს,
    დილიდანვე თავს მოიწესრიგებს,
    სამსახურისკენ მიეჩქარება,
    ჩემს მაღალქუსლებს ფეხზე მოირგებს.
"სამსახურიდან" გვიან ბრუნდება
დაღლილი, დათვებს უკითხავს წიგნებს,
დააცანცარებს "პალმა-კიკინებს"
თხუთმეტი "სოსკა" უმძიმებს ჯიბეს.
    დედას ჩერჩეტი...მთელი დღის შრომით
    ისე იღლება, ფეხზე ვერ დგება,
    ღამით მეასედ იხდის საბანს და.....
    ტყუპისცალივით დღე კვლავ იწყება!....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები