ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2018


სიზმარი აფხაზეთზე

ბაღში უკვე გაეშალათ,
ველურ ვარდებს კოკორი,
ზღვაში ერთად ჭორაობდა,
ენგური და კოდორი.
სახლში ჩუმად შევეპარე,
უკვე აფხაზ ბროლიას,
ვაი, თუ პატრონს გაეღვიძოს,
მაშინ ,,ჯა ქუა ბორიას,,
არ წამომყვა მე ბავშვობა,
ურაიდა რაიდა
და შენს კართან აიტუზა,
დადნაფიცო საიდა,
მაფშალია შემომესმა
გულმა უცბად რეჩხი მიყო,
გამეღვიძა ტელეფონზე
ეს საიდას ზარი იყო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები