ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2018


კალენდარი ლათინურად

კალენდარი- ლათინურად „ვალების ჩანაწერი“,
ჩემი უსესხები  დღეების სანახები. ჩემი ზეიმები,
ახალი წლები,  გასანთლული შობები, პარასკევები
წითელი და წითლად მოხაზული ზუსტი ციფრები.
ჩემი ქაღალდები,  (სუფთა ზეწრები)  დაუწერელი,
კალამში შენახული ლექსები, ამღვრევები, ტკბილი
და შავი ფიქრები.თვალებნაცარა და თვალებახვეული
ოჯახური ბედნიერება ჩემი. და ჩემი კალენდრის.
ქორწინებიდან გასახსენებელი ქაღალდის კადრები,
როგორც პურის ყანებიდან უსესხები ნამცეცები.
***
კალენდრით დაბადება და მერე მასთან ერთად სიკვდილი
ხან ღიმილით, ხან ღალატით, ტირილით, ხან გაჭირვებით,
ხან უნებლიეთ, უნებართვოდ, ძირითადად საკუთარი ნებით.
თან სულ ნამდვილი სიკვდილის მოლოდინი, სიბერის ჯოხით
შეყუდებული მოხრილი, ავადმყოფობამომიზეზებული დღეები.
სამკურნალო აბებივით, გადაყლაპული ჩემი შვილები და
შვილიშვილები, რომლებსაც დაბადებიდანვე ვასწავლე იგავები
სიბერეზე  და  ლექსები სიკვდილზე. ვასმენინე კალენდრებზე
დაწერილი იავნანა,  მზის ბუდეებზე  შემომჯდარი  მემარგეს
სიმღერა. ქარში გაქნეული მელოდია, ჩემი უსესხები დღეების
ჯვრები ციფრებზე, სევდასავით ყვითელი ქაღალდის ჩანაწერი
ჩემი დაბადებით, სახალხო ზეიმებით და ჩემი გარდაცვალებით.
***
ახლა 4 ოქტომბერია, „ვალების ჩანაწერში“ ცარიელი ციფრია,
ჩემსავით.

04:10სთ.
04.10.2018.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები