ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
4 ოქტომბერი, 2018


ემილი დიკინსონი - სული ვისაც მიენდობა (303)

ემილი დიკინსონი - სული ვისაც მიენდობა (303)

სული ვისაც მიენდობა
ირჩევს, კეტავს კარებს რაზით,
შერჩეულთა ოდენობას
აღარ გაზრდის ხვეწნით, აზმით;

უმზერს გრძნობაგამოცლილი
კარიბჭესთან მომდგარ ეტლებს,
მის მოხიბვლას დაჩოქილი
მეფეთ-მეფეც ვეღარ შეძლებს.

ერთს აირჩევს აურაცხელ
ჯამაათში - ქმრად, ან ცოლად,
გულისყურის  თავის სარქველთ
სხვებისთვის კი ამოქოლავს.

4 ოქტომბერი, 2018 წ.


ორიგინალი მოიძიეთ ნომრის მიხედვით, რადგან ინგლისურად ახლა აქ არ ქვეყნდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები