ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2018


ობ მოკიდებული

მე ერთი ვარ და ორი ვერ ვიქნები,
ჩემში კი გამქრალა რითმების კორიფე,
გოგონებს ზეცამდე ასული ჯიქნებით,
რომლებიც ამ ლექსის წერაზე მორიგდნენ,

ვუცქერ და არ მტკივა არცერთი ბაცილა,
სხეული გამხდარა პოეტის მაკეტი,
ვიცი რომ ძალიან შეშლილი კაცი ვარ,
რომ პაროდიებში ჩემს თავს ვერ ვაკეთებ.

ნისლები მომდგარან ნაპირებს შორიდან,
და ზღვასაც ახურავს მოთეთრო ზეწარი,
დღეს დილით ბათუმში წვიმებიც მოვიდნენ,
და გზებზე გაფენილ სიჩუმეს კეცავენ...

ფერები ასტკივდა დამტვრეულ შუქნიშანს,
და მაინც ქალაქში ქარები დადიან,
მთებს იქით აქედან იმდენი ქუფრი ჩანს,
შიშები დასცვივდა ფანჯარას ფარდიდან.

ცას ჩალურჯებული ატყვია ღრუბლები,
და porto franco-დან იწყება ხმაური,
არ ვიცი ვინ ვის და სად ესაუბრება,
სანამ მე სიჩუმეს ბაასი გავუბი.

და ვიცი ძალიან შეშლილი კაცი ვარ,
რომ პაროდიებში ჩემს თავს ვერ ვაკეთებ...
დღეს დილით ბათუმში ძალიან აცივდა,
და ჩემი თავიდან სხვაგან ვერ გავედი.

2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები