ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2018


* * *

წუხელ+ის ღამე ალიონს ჰგავდა...
ცისკარი იწვა საწოლის თავთან,
ცას ერთი სხივიც არ ეკრა, მაგრამ
ცარიელ ქალაქს მზის ფერის სწამდა...
წუხელი ვნება აკრთობდა ქუჩებს,
სიზმარში ქარი ვარდისფრად ქროდა,
აფრიალებდა ვარდიფერ ფურცლებს
და სიმარტოვეს ეტანებოდა.
ეკვროდა ხეებს ოცნების სეტყვა,
სევდა სუნთქავდა ეული გრძნობით,
ეძალებოდა სურვილებს ფეთქვა
და მარტოობა იწვოდა ტრფობით.
იწვოდა სული გახელებული,
ცალსახა ლტოლვა მდუმარედ თოვდა,
სიმთვრალე იყო აცეტებული,
სიგიჟე შიშველ სხეულად თრთოდა
და შრიალებდა იმედის ჩრდილი,
სიცოცხლის ხმები ფრინავდა ქარში,
სამყაროს მკერდთან შეაწყდა ღილი
და დაიწერა ცხოვრება წამში...
წუხელ+ის ღამე სიყვარულს ბჭობდა,
ნატვრახდენილს ჰგავდა ოცნება,
ქარი ვარდისფერ ვნებებად ქროდა,
სიზმრად ცეკვავდა თვით საოცრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები