ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2018


* * *

* * *
ყველა სატკივარს ქარი წაიღებს,
ქარი აშარი, ფოთოლხვეტია,
თვალებში რომ ჩანს ის სიყვარული
მწუხარებაზე ორჯერ მეტია.
სახეს ღიმილის სხივი თუ ათბობს,
მაშინ ცრემლებიც მალე შრებიან,
გული გაუთბეთ ადამიანებს,
წავლენ, დიდი ხნით არ დარჩებიან.
ხორცს გაიძრობენ ნაწამებ სულზე,
მიაბარებენ მთა-ბარს ნისლიანს,
ღმერთო , ბოლომდე მიგვაყვანინე,
ადამიანად ყოფნის მისია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები