ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2018


არ ჰგავხარ...

(ეძღვნება ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს)

არ ჰგავხარ ნეკნიდან ნაკვეთ ქალს,
თიხას შენს დაკრულზე ამღერებ!
რასაც ხელი ჰკიდე - გაკეთდა,
უკმარისობამ თქვა - რა მერე?..
არ გცნო ამკრძალავმა ნიშანმა,
ჩარჩოში ვერაფრით თავსდები.
დრომ იცის, როდის რა გიშავდა,
შენი დაცლითა თუ ავსებით.
განსაცდელს, საცთურს და სალაღოს
კარს უღებ, ისტუმრებ ფანჯრიდან.
რა სუსტი, რის სუსტი, აბა, ჰო,
მთას დაძრავ, მიზანს თუ დაჭირდა!
ის კი, შენი ჭურჭლის შემქმნელი,
გიცქერს, გაკვირდება მაღლიდან.
ნუთუ ყველაფერი შენ ქენი,
ერთში ორ ცხოვრებად რაც ღირდა?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები