ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ოქტომბერი, 2018


. . .

    ადრე ცოტა სხვა ტიპი ვიყავი, დდეპრესიას სულ სხვანაირად ვღწერდი, რაღაც ტერენტისეულად, პოეტურად, შელამაზებულად, ახლა კი უბრალოდ ვამბობ რომ მაგარი დანძრეული მაქვს ყოველგვარი წმინდა ლიტერატურული ტერმინების გარეშე და ეს ჩემი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. მაგარი დანძრეული მაქვს და მორჩა, გამგები გაიგებს.
    როცა დანძრეული გაქვს ათას სისულელეზე ფიქრობ, მაგალითად იმ ცივსისხლიან ომზე, რომელიც შენშია გაჩაღებული; ოღონდ ნამდვილ ომზე, კალაშნიკოვებით და ემშისნაცეტებით; დაგლეჯილი ბრონი ჟილეტებით და გავარვარებული ტყვიებით დახვრეტილი კასკებით. ყოველი გულის შეკუმშვა ერთ დედა მოტყნულ აფეთქებას გავს. შენში სამყაროთა ომია, ყველა და ყველაფერი ბრძოლობს ვისზეც კი ოდესმე გსმენია. მაგრამ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მხარეები არ არსებობს. არავინ არ იცის რისთვის ისვრის ილუზიურ დონეზეც კი. უბრალოდ ისვრიან და აფეთქებენ.
    არადა გარეთ ყველაფერი რიგზეა, ყველა კარგად და მშვიდადაა. ისიც კი გაგაბედნიერებდა, უყურო როგორ დუღდება წყალი, როგორ წარმოიქმნება წყლის ზედაპირზე წამიერად ბუშტები, ან სულაც მშვიდად წამოწვე ლოგინზე, სიგარეტს ნაფაზი დაარტყა და თვალდახუჭულმა წარმოიდგინო როგორ ვრცელდება შენში კიბოს მეტასტაზები. არ ვიცი კიდე ჭერს აშტერდებოდე და სამყაროს აგებულებაზე ფიქრობდე... ფიქრობდე მარსზე კონოლიზაციის გეგმაზე, იუპიტერის ქარიშხლებზე ან სულაც მთვარის ბნელ მხარეზე, მაგრამ ყველაფერ ამას ეს დედა მოტყნული უაზრო ომი გიტრუხებს, ყველაფერს რაც კი მშვენიერია ფერებს ართმევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები