ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2018


სამყაროს გავლით შენამდე (IV)

      გზად დედაჩემზე ფიქრები ამეკვიატა,ფოტოებზე მას ხვეული,ოქროსფერი თმა ჰქონდა ,მოხდენილი ქალი იყო,ჩემს მეხსიერებას დედის სახება თითქმის არ შემორჩენოდა.სურათებში,ღიმილიან სახეზე ნაღველი უკრთოდა.რაღაც აწუხებდა,ეს აზრი თავიდან არ ამომდიოდა.
      მამაჩემი საყვარელი ცოლის გარდაცვალების შემდეგ,მდგომარეობიდან ვერა და ვერ გამოვიდა.მისი მგზნებარე სიყვარული ყველასთვის გაუგებარი გახდა,მხოლოდ დედაჩემს მისტიროდნენ.ნელ-ნელა უარი თქვა ყოველგვარ აქტივობაზე,ჩემს არსებობასაც კი ვერ ამოყავდა ღრმა უფსკრულიდან.
      მოზარდობა დაძაბულ,სტრესულ რეჟიმში გავატარე,კლასიკური განათლება მივიღე და სამსახურიც მამაჩემის მეგობრის დახმარებით დავიწყე.
      ყოველდღიური  ცხოვრების გადატვირთული დინამიკაც კი ვერ ერეოდა მოჭარბებულ სევდიანობას.
      ედრიენის სახლს მივუახლოვდი,გავიფიქრე რომ ახლა საუბარი უფრო ადვილი გახდებოდა და როგორც ყოველთვის,ამჯერადაც შევძლებდით ერთმანეთის უსიტყვოდ მოსმენას.  - იმედი მაქვს ქვეყანა არ გადაბრუნდება! - თავს ვიმშვიდებდი. ნერვიულობა მემატებოდა გზადაგზა.კიბეს ავყევი და დერეფნის ბოლოში ჩავედი,რომელიც როგორც აღმოჩნდა,საკმაოდ გრძელი ყოფილა,ადრე ეს არ შემინიშნავს.
      - ესეც ასე. - კარებთან მივედი და ფრთხილად დავაკაკუნე.კარი არავინ გამიღო,ცოტათი მომეშვა კიდეც,მაგრამ მაინც გული დამწყდა.კიბეზე ჩამოვედი და ცოტა ხნით,ბოლო საფეხურზე ჩამოვჯექი.საკვირველია,რა ახლოს ვართ ადამიანები უსაზღვრო სიყვარულიდან უსაზღვრო უიმედობამდე.ორი ერთმანეთის დამანგრეველი გრძნობა,წამებში რომ გამოგაცდევინებს უცაბედ გარდასახვას.განა გარდასახვა არ არის ის რომ ერთ დღეს გიყვარს,მეორე დღეს აღარ არის,უიმედობის სარჩულს იცმევ და აჩრდილივით იწყებ ცხოვრებას.მტკივნეულად ამოვისუნთქე და მუხლებს მივეკარი მკერდით.
      - არ გინდა შაბათ-კვირა ერთად გავატაროთ? - უკნიდან მომესმა ედრიენის აღელვებული ხმა.თავს ძალა დავატანე და ნელა წამოვდექი,მისკენ მივბრუნდი და მის გაღიმებულ სახეს გაკვირვებული მივაცქერდი.ზაფხულის მწველი სიცხე სულაც არ იყო იმ სიმხურვალის მიზეზი,რომელმაც მთელ სხეულში დამიარა.
      - მართალი გითხრა,ეს ცოტა მაშფოთებს.თუმცა სულმოუთქმელად დაველოდები ამ დღეს.
      - ძალიან მიხარია შენი  ნახვა სიუზან. - შევამჩნიე  რომ სახეზე ხელის შეხება დააპირა მაგრამ გადაიფიქრა და თავი გვერდით მიაბრუნა.
      - უნდა მოვსულიყავი,მინდოდა გამეგო როგორ ხარ,რამოდენიმე დღე არ ჩნდები  ხოლმე,ვფიქრობ ეს ჩვევა უნდა ამოვიღოთ ჩვენი ურთიერთობიდან. - როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი რაც მაწუხებდა,თუმცა ხმა ძალიან მიკანკალებდა.
      - სიუზან,კარგად მოიქეცი რომ მოხვედი,ნუ ღელავ. - ყურთან მისი სუნთქვა მესმოდა,იდგა და ჩემს სურვილებს ეთამაშებოდა.უკან გაიწია და რამოდენიმე წამი ჩემი თვალიერებით ტკბებოდა.
ღამდებოდა,სიბნელემ თავისებური სიმყუდროვე შექმნა.მინდოდა მომხვეოდა,გველაპარაკა,მსუბუქი ხელის ცეცებით მოვფერებოდით ერთმანეთს და ყველა ტკივილი სამუდამოდ დავიწყებას მიგვეცა.
      - ,,სიკვდილი ყველას ხვედრია,მაგრამ ყოველი ჩვენგანი საკუთარი სიკვდილით კვდება.თუმცა,რაც არ უნდა იყოს,მზე მაინც გვითბობს ძვლებს.“ - ალბერ კამიუ.
      - ოჰ,ოღონდაც ეს არა ედრიენ! - იმ დროს როდესაც ბედნიერების მორევში ვცურავდი,მას შიში უკრთოდა თვალებში.
      - ნაცნობი გრძნობაა,ძალიან ადვილად მისახვედრი სიმპტომებით.მომენტალურად იღრუბლება ყველაფერი და გულზე რაღაც მძიმედ გაწვება,გიმძიმდება,მხრები ხერხემალზე უსულოდ ეკიდება და უფრო და უფრო გიძნელდება საკუთარი თავის ზიდვა.სიმარტოვის ზღვარზე მისული ხვდები რომ ყველაფერი შენს ირგვლივ ფერს იცვლის,ნადგურდება და იმედი ბოლომდე გეწურება.ეს შეგრძნება დიდხანს რომ გრძელდებოდეს, სიკვდილის სუნი დატრიალდებოდა  მთელ დედამიწაზე და სულების წიოკი ცამდე მიაღწევდა.კიდევ კარგი ისევ მეგულებიან ადამიანები რომლებიც მუდმივად იბრძვიან და ამით სხვებსაც უქმნიან ბრძოლის საფუძველს. - უცებ გამომეტყველება შეეცვალა,ქუჩაში უამრავი ხალხი ირეოდა,ედრიენმა ხელი მომკიდა და გზის მეორე მხარეს გამაქანა.შიგადაშიგ გამომხედავდა,ფეხების მოძრაობას აკვირდებოდა და მისკენ მაგრად მქაჩავდა.
      - მომწონს შენი ფეხები სიუზან,შენი თმაც მომწონს,როცა ქარი არხევს. - მეგონა მაღლიდან ვეშვებოდი,გული მთელი ძალით მიცემდა და მუცელში ვნების ცეცხლი მიტრიალებდა.
      - მაშ,რად მინდა სულის უკვდავება,თუ კი ვერ დავტკბი შენი შეხებით,ვერ მოგისმინე და ვერ დაგელაპარაკე სევდაზე,რომელიც ჩვენი შეხვედრის მიზეზიცაა.მე ასეთი უკვდავება არაფერში მჭირდება,იქ სადაც სულები გაურკვეველ სივრცეში,უცხო სულებთან ერთად მკვიდრდებიან და უკვდავების ჭურჭლიდან იკვებებიან.მიწიერება მარტო იმისთვის არის ღირებული რომ ნამდვილია და შენში უამრავ მოგონებას ინახავს.ჩემში ორივე მყარადაა  გამჯდარი,სიყვარულის და სევდის,სინათლისა და სიბნელის,სიცოცხლისა და სიკვდილის,ღმერთისა და უღმერთობის,ზეცისა და წყვდიადის სურვილი და მისწრაფება.დიახ,ასეა,ჩვენ ადამიანთა მოდგმა ვართ,რომლებსაც ზეციური ბუნების გარდა ბნელი მხარეებიც გვაქვს.
      - გეთანხმები,ეს განცდები კარგადაა ჩემთვის ცნობილი.მარადიულობაზე არასდროს მიფიქრია,პირიქით,წარსულს ზედმეტად ვებღაუჭები.თუმცა,სიყვარულის ძლიერი წყურვილი გამჩენია ხოლმე.როცა გიყვარს,გინდა ყველაფერი გაჩერდეს ირგვლივ და მხოლოდ სიყვარული არსებობდეს.საინტერესოა,გაუძლებს კი ეს გრძნობა დროის გარეშე არსებობას?ყველაფერი ლამაზი და აღმატებული სუსტია საარსებოდ.დრო,სივრცეშია  დაკარგული,შეუზღუდავად სპობს ყველაფერს,მასშია ყველა გვამი მოქცეული,რომლებმაც სიცოცხლე იმედად დაისახეს და ასევე იმედით შეუერთდნენ სინათლეს.ან წყვდიადს. - სახე დამიმწუხრდა.
      - იმედი ვიქონიოთ რომ ნათელს ,სიუზან. - ღიმილიანი სახე შემომაგება,თითქოს მოფხიზლდაო,წელზე ხელი შემომხვია,ოდნავ წამომწია და მაგრად დამატრიალა.
      - ძალიან მიკვირს ედრიენ,ცოტა შეუსაბამობაა შენს დაკუნთულ სხეულსა და ბუნებას შორის. - ჩემივე ნათქვამზე გამეღიმა,ძალიანაც ნასიამოვნები ვიყავი მისი ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით.
      - რატომ? ,,Un corps sain est un corps sain“ - მაცდურად გამიღიმა და ცალი წარბი აათამაშა.
      - ოჰ,არა!ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია? - გაოცებისგან  მივაშტერდი.
      - ვიხუმრე სიუზან,რა თქმა უნდა ეს არაფერ შუაშია.- სიცილი ვერ შეიკავა.
      - მამაჩემის დაჟინებული თხოვნით რვა წელი კინგბოქსინგზე დავდიოდი.აი ეხლა კი გაოცებისგან გულზე წაგივა და ჩემს მკლავებში აღმოჩნდები.ხომ არ გავიმეოროთ გაცნობის დღე. - მომიახლოვდა და მაგრად,გულში მაგრად ჩამიკრა,ჩაისუნთქა და მისი სხეულის მთელი სიმძიმე გულ-მკერდზე დამაწვა.ნეკნებზე მკლავებით მაგრად მიჭერდა და კისერში მის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი.ცოტა მოეშვა,რაღაცის სათქმელად მოემზადა,ძირს დამსვა,თმები უკან გადამიწია,კისერზე გაუნძრევლად დამაცქერდა,ხელი წამოიღო და თითი კისრის ატოკებულ ადგილზე დამადო,სადაც პულსი კუნთს ათამაშებდა,მზერა მკერდის მოძრაობას ჩააყოლა,რომელიც გულისცემას აჰყოლოდა და მთელი ძალით გამოჰქონდა სექსუალური ენერგია სააშკარაოზე. თვალები სინაზით აევსო,ჩემი სახე ხელებში მოიქცია,ცხვირით ჩემს ლოყას შეეხო და ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ მითხრა:
      - აი ეს არის სიყვარული სიუზან,აი ეს!,,როდესაც არის სურვილი,არის გზაც.“
      - ალბერტ აინშტაინის ,,ბედნიერების თეორია“? - სიცილს ვერ ვიკავებდი.
      - მეცნიერულად დასაბუთებული სიყვარულია,ვფიქრობ უნდა დამიჯერო. -  სიცილითვე მიპასუხა.
გული სიყვარულით ამევსო,თითქმის უკვალოდ გაქრა ტკივილის შეგრძნება,მთელი ძალით მივეკარი გულმკერდზე და რამოდენიმე წამი არ მოვშორებულვარ.
      ისევ მობილურის ზარის ხმა მომესმა,რომელიც უკვე მესამედ გამოვრთე,რომ ედრიენთან დრო მშვიდად გამეტარებინა.ბოლოს როგორც იქნა ვუპასუხე,ოლივიას აკანკალებული ხმა მესმის:
      - სად ხარ სიუზან?სამი საათია გირეკავ.იცი ,დღეს ვინ ვნახე? - უცებ,ჩემთან ჩხუბი შეწყვიტა და საქმეზე გადავიდა.
      - ასეთი ვინ ნახე ჩემო ლამაზო? - ენა მებმებოდა,ედრიენის სველ ტუჩებს ვგრძნობდი კისერში.
      - ნიკ ო'კონორი!!! - ხმაში ღრმა ისტერიკა გამოსჭვიოდა.
      - ის მომღერალი? - გაოცებული  ინტონაციით შევიცხადე,მაგრამ ძალა სულ არ მქონდა ხმაში.
      - კი სიუზან,კი.რამდენი ხანია არსად მინახავს,მხოლოდ სატელევიზიო შოუებში მქონდა მისი ნახვის ფუფუნება.ხმა დაუნაღვლიანდა.ღმერთო ჩემო,ეს გოგო ჩემზე ძალიან მოქმედებს,მგონი არასდროს ეშველება.ედრიენს ვანიშნე გაჩერებულიყო და ცოტა მოშორებით დავდექი.
      - მოიცა,ოლი,დამშვიდდი,უბრალო შეხვედრა იყო,ასე რამ აგაღელვა?
      - კი მაგრამ,ის ხომ ნიკ ო'კონორია,თანაც ,მის მიმართ არასდროს ვყოფილვარ გულგრილი.
      - ყოველთვის ასე იცი ხოლმე,პერიოდულად აჟიტირდები,მალე გადაგივლის.
      - იცი სიუზან,არ მინდა რომ გადამიაროს. - სიტყვა ყელში გამეჩხირა.- რატომ გაჩერდი?
      - მოდი შევხვდეთ,არც კი იცი,რას ამბობ! - მკაცრად მოვუჭერი.
      - არ მინდა შენი ნახვა.
      - გეშინია,კი ბატონო,უნდა გეშინოდეს კიდეც!თუ გგონია მაგ ამბავში მხარს დაგიჭერ ძალიან ცდები.
      - ჰო,კარგი,მოდი შევხვდეთ.
      - ვერაფერში გადამარწმუნებ ოლივია,ასე რომ შეგიძლია არც მნახო.
      - კი მაგრამ რატომ ხართ ასეთი უხეშები? - დატუქსული ბავშვივით ხმა დაუწვრილდა.
      - ჰეზერმა იცის?
      - ეგ დღეში მილიონჯერ მირეკავს. როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა,ჩქარა მოყევი ყველაფერიო შემომკივლა.
      - ჰო,წარმომიდგენია.კარგი,ცენტრალურ პარკში შევხვდეთ,თან ცოტას გავისეირნებთ.
      - კარგი. - ოლივიას დავემშვიდობე და ედრიენს მივუბრუნდი.
      - ძალიან ვწუხვარ ედრიენ,ოლივია უნდა ვნახო.
      - ტუჩების აბზუება არ დაგავიწყდეს სიუზან. - არც დამვიწყებია.
      - რატომ იღიმი,გინდა თავიდან მომიშორო?
      - არა,მიხარია ჩემს გარდა სხვა სივრცეც რომ არსებობს შენთვის.
      - კი მაგრამ ეს რატომ უნდა გიხაროდეს?
      - იმიტომ რომ ადამიანს არასდროს ეყოფა ერთი ადამიანი ბედნიერებისთვის,მე კი მინდა რომ ბედნიერი იყო.
      - მე მხოლოდ შენით ვარ ბედნიერი.
      - მჯერა სიუზან,მჯერა.ადამიანური ბუნების არ მჯერა უბრალოდ.
      - არასოდეს,არასოდეს შეიტანო ჩემს გრძნობებში ეჭვი.
      - რა თქმა უნდა,მე შენს გრძნობებს არ ვეხები.ვიცი რომ შენი სიხარულის მიზეზი მე ვარ,როცა შენთან ვარ.ასევე,შენი ტანჯვისაც,როცა არ ვარ შენთან.
      - მერე და ეს რა არის?
      - ეს არის მარტოობის შიში და მარტო არ ყოფნის მცდელობა.შენ რა აღგიძრავს გრძნობებს,უჩემობა თუ ის რამოდენიმე დღე,როცა არ ვცდილობ შენს ნახვას?რომელია შენთვის მნიშვნელოვანი?ბრაზი აძლიერებს გრძნობას,მიზნის მიღწევისკენ გიბიძგებს.გრძნობა ბევრნაირია,ძალიან რთულია იყო დარწმუნებული სიყვარულში,როცა ეჭვიანობიგან აზროვნების უნარს კარგავ და სისულელეების კეთებას იწყებ.ეს უბრალო  კომპლექსებია,სიყვარულის სახელით რომ მოქმედებს.შესაძლოა,შენ ყველაზე მეტად იბრძვი ბედნიერებისთვის და მე მჯერა ამის მაგრამ ეს არ ნიშნვს რომ მე შენი სიყვარულის მჯერა.ბედნიერების მაძიებლებმა თვითონაც არ იციან,რაშია ბედნიერება,რაშია სიყვარული,ისინი საკუთარი თავის დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი,მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულნი.ტანჯვამ ძლიერ შეაყვარა თავი ყველა ნაწვალებ არსებას.საკუთარ თავს თუ ეძებ სიუზან,ჩემი სიყვარული არაფერში გამოგადგება.მე კი არ მინდა დარჩენილი ემოციები  ყალბ ურთიერთობას შევწირო.
      - რას ნიშნავს ყალბ ურთიერთობას ედრიენ? - ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
      - მაინტერესებს,რას გააკეთებ ამ გრძნობისთვის,შეგიძლია თუ არა რეალურად ადამიანების სიყვარული?ბოლომდე მიჰყვე მას,ასევე  ბოლომდე გასცე საკუთარი თავი.რადგან რაიმე თუ არ გაიღე,სიყვარული არ ერქმევა და ყველა ასეთი გრძნობა  მხოლოდ თვეებს მოითვლის.დიდი პასუხისმგებლობაა გიყვარდეს ადამიანი,რადგან შენ მის სიცოცხლეზე აგებ პასუხს.შენ მის გრძნობებს მოეფერები ან გათელავ ერთხელაც.რომელი სიუზან,რომელი შეგიძლია?
      - შენ ჩემს სისუსტეებს ბოროტად იყენებ.- ხმა გამიმკაცრდა.
      - რა არის შენი სისუსტე?ეს,რაზეც ვლაპარაკობთ? - თავი გვერდით გადასწია და ქვემოდან ამომხედა.თვალი ვერ გავუსწორე,შიში ვიგრძენი,მეგონა ყველაზე საცოდავი არსება ვიყავი,რომელიც კედელთან მიაყენეს და იმისთვის თხოვდნენ პასუხს რომ მთელი ცხოვრება იტანჯებოდა.განა ჩემი ბრალია ის რომ ასეთი ბავშვობა გამოვიარე?ისიც ჩემი ბრალია ამდენ მანკიერებას რომ ვებრძვი, იმისთვის რომ არავის ვატკინო გული?ვერაფერი ვუთხარი,მხრები დამიმძიმდა,სუნთქვაც შემინელდა,ფეხებს ძლივს მივათრევდი,ძალა მოვიკრიბე და ტაქსი გავაჩერე.
      - საით მიდიხართ მის? - ტაქსისტის ბობოქარმა შემოძახილმა მომაფხიზლა.
      - ცენტრალური პარკისკენ,თუ შეიძლება.
      - დიახ,ეხლავე.
      - მადლობთ. - ტაქტიანობის მწვერვალი.
ყველაფერი კარგადაა,შენ სიუზან ფამენი ხარ და არა ვიღაც ქუჩის გოგო. ყველა პატივს გცემს.წარმატება,მეგობრები,ოჯახიც კი ისეთი საშინელი არ არის,როგორიც ზოგჯერ გგონია.ვერ გამეგო,რა უნდა მწყენოდა,ის რომ ჩემს გრძნობებში ეჭვი შეეპარა,თუ ის რომ არასრულფასოვან,შეშლილ ადამინად შემრაცხა და ჩემი გულწრფელობა ასე ბოროტად გამოიყენა,მაშინ როდესაც ასე კარგად ვგრძნობდი თავს.მის თვალებში ზიზღიც კი ვიგრძენი.თვალებზე ხელი ავიფარე და ტკივილისგან მოვიკუნტე.
        - აი თქვნი ცენტრალ პარკიც მის. - ისევ ეს ბობოქარი ხმა.კარი სრაფად გავაღე,თანხა მივაწოდე და სირბილით გავექანე პარკისკენ.ოლივია მჭირდებოდა,ახლა მე უფრო მჭირდებოდა ის.ჩავეხუტე და ქვითინი ამოვუშვი.
      - საყვარელო,რა დაგემართა,რატომ ხარ ამ მდგომარეობაში,მითხარი ძალიან გთხოვ.
      - არ ვიცი,ბევრი რამ მოხდა ამ ოც წუთში ოლი,შესაძლოა მთელი ნახევარი საუკუნე გამოვიარე.რატომ არ შემიძლია ვიყო ბედნიერი იმ ადამიანთან ვინც ძალიან მაინტერესებს?ეს უცნაური ადამიანები სიცოცხლეს მისპობენ,მათში არის რაღაც არაამქვეყნიური,ალბათ ამას ვერ უძლებს ჩემი გონება.
      - ჭკვიანი და ტკივილიანი გოგო ხარ შენ,სიუზან.ვერასდროს შეიყვარებ ისეთს,ვინც სევდას დაგავიწყებს.პირიქით,გაგძულდება იმის გამო რომ სევდა წაგართვა.ის შენს მიერაა შექმნილი და არასდროს დათმობ.ედრიენიც შენი სევდის ნაწილია და არც იმას დათმობ,ასე რომ ნუ ნერვიულობ,არც ის დაგთმობს,ეს ყველაფერი  უშენობის ტკივილს უფრო ჰგავს,უბრალოდ არ ჰყოფნიხარ.დაელოდე,თვითონ მოვა შენთან.ეხლა კი არაფერი გააკეთო,მონატრებისგან რომ კვდებოდე,ის შენთვის არ არსებობს იქამდე,სანამ არ მოვა შენთან.
      - უპასუხოდ დავტოვე ოლი,მე ის პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე. - ცრემლებისგან ვიცლებოდი.
      - მოდი შევთანხმდეთ,პატარები აღარ ხართ სიუზან,ყველაზე საუკეთესო,რაც ეხლა შეიძლება გააკეთო,უბრალოდ საშუალება მისცე დაფიქრების,ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია მისი სიტყვები.ხომ არ იეჭვიანა?
      - ვისზე?ერთად ვიყავით,ერთმანეთს ვეფერებოდით.
      - აჰ,სიუზან,ეს რა მითხარი! ჩემი ბრალი ყოფილა,ჩემმა ზარმა გააღიზიანა ასე.
      - ეგ რა შუაშია,უიმედობის შემოტევებს ვერ უმკლავდება პერიოდულად რომ აქვს ხოლმე. - ცრემლებს ვიწმენდდი,თან პარკის შესასვლელს თვალს არ ვაშორებდი,იქნებ გამოჩენილიყო.
      - ღმერთო ჩემო ოლი,მე ხომ შენს მოსასმენად მოვედი,ალბათ უკევე საუბრის სურვილიც დაგეკარგა.
      - სულაც არა! - ცელქურად ჩაიღიმა.
      - კარგი, მოყევი. - მეცინებოდა მის გამომეტყველებას რომ ვუყურებდი.
      - ნიკ ო'კონორი!ხომ გახსოვს ადრე გიყვებოდი მასზე,რამოდენიმე წლიანი ურთიერთობის შესახებ,რომელიც ვერასდროს იყო წინაპირობა იმისა რომ ჩვენს შორის რაიმე სერიოზული მოხდებოდა.
      - შემახსენე რატომ? აჰ,მივხვდი გათხოვილი ხარ და ორი ბავშვი გყავს.
      - არა სიუზან,საქმე ბევრად რთულადაა.ის მე,როგორც პიროვნება მაინტერესებს,მას კი,მხოლოდ სექსი უნდოდა ჩემთან.
      - სხვას რას უნდა ელოდო ოლი,შენ ხომ გათხოვილი ხარ,ცოლობას ხომ ვერ გთხოვს?
      - იცი,რამდენჯერ მიფიქრია,ამ დღიდან, მე რომ მისი ცოლი ვიყო,რა მოხდებოდა.ალბათ ის,რაც უკვე დიდი ხანია არ გამომივლენია არავის მიმართ.
      - რას გულისხმობ?
      - მზრუნველობა სიუზან.როგორ მინდა,ვინმე ისე მიყვარდეს,მასზე ვზრუნავდე და ეს  მაბედნიერებდეს.
      - რატომ ოცნებობ ამ ადამიანზე ოლი?არ არის შენი შესაფერისი.
      - რატომ?მასსავით ცნობილი რომ არ ვარ?
      - არა.ის უბრალოდ სხვანაირია,უხეში და პირდაპირი.ვფიქრობ ვერ გაგაბედნიერებს.
      - ზოგჯერ მის მიმართ უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ,ზოგჯერ შიშს და უსიყვარულობას.მეშინია მისი იდუმალებით მოცული არსების,რომელიც მხოლოდ მოსაწევს თუ გამოჰყავს გარეთ.შენიღბულია ინდეფერენტულობით და შიგნიდან ცდილობს ყველაფრის მოგვარებას.პრობლემას შიგნითვე ანადგურებს მაგრამ ნაიარევი რჩება.
      - როდის ახერხებ მასზე დაკვირვებებს პატარა ფსიქოლოგო? - გული მომითბა ამ ბიჭის მიმართ.სევდიანი სულები ერთმანეთს კარგად უგებენ.
      - იმას,რასაც ვხედავდი მასში,ყოველთვის ვეუბნებოდი,ის კი გაუთავებლად მეჩხუბებოდა და ზოგჯერ შეურაცხყოფასაც მაყენებდა.ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო,ის ხომ ცნობილი,სიმპათიური,ყველასთვის სასურველი,უამრავი მეგობრის მქონე ბიჭია,რომელსაც არაფერში სჭირდება გათხოვილი,უამრავი პრობლემის მქონე უგრძნობი არსება,რომელმაც აღარც კი იცის აღიგზნება თუ არა ოდესმე ან ექნება თუ არა ოდესმე ორგაზმი.
      - რა გიზიდავს მასში ოლი? ის რომ ცნობილია,მუსიკოსია,მუსიკა კი ძალიან გიყვარს და მთელ შენს სასიცოცხლო ენერგიას ამ ბიჭის სიმღერაში აღვიძებ?
      - შესაძლოა.მაგრამ მე არასდროს დავინტერესებულვარ მისი ცხოვრებით.ჩემს სამყაროში მჭირდებოდა და ვერავის გავუყოფდი,ეს უკვე კარგა ხანია მივხვდი.პირად სივრცეში შემოვუშვი,რომელსაც ასე მოწიწებით ვუფრთხილდები.
      - მგონი შეყვარებულიც ყავს არა?
      - კი,ჰყავს.ვიცნობ კიდეც.ადრე მეგონა მეგობრობდნენ,ეს გოგოც  ძალიან მომწონდა.მას შემდეგ,რაც გავიგე,კიდევ ის რომ  მასთან თავისუფალი ურთიერთობა აქვს,მისი სახელის ხსენებაც აღარ მინდა.სულ ვფიქრობ რომ ისე არ უყვარს,როგორც უნდა უყვარდეს.ეს უაზრო ფიქრი იმედს მაძლევს,რომ  მიუხედავად ყველა უაზრო სექსუალური კავშირებისა,რომელიც მუდმივად აქვს და არც მიკვირს,მაინც ღირებულ პიროვნებად მიმაჩნია.მას აქვს ისეთი სიღრმეები,რომელსაც ვერ შექმნი,ვერ შეეცდები გქონდეს.ქალაქური თვისებებია,ოჯახურ-ქალაქური იდეოლოგიის სინთეზი,ასევე  თავშეკავებულობა,ინტელექტი,მიუხედავად იმისა რომ წიგნის კითხვა დიდად არც უყვარს,ამას ვერასდროს შეამჩნევ.თუ არ გავითვალისწინებთ მის sexual perversions,რომელსაც როგორც გენეტიკას,ისევე ამასაც ვერ აღმოფხვრი თავიდან.ყოველთვის არსებობს გზები იმისთვის რომ საკუთარი სიძლიერის დემონსტრირება მოახდინო.
      - ხო მაგრამ ეს არ ამართლებს მის უხეშ ბუნებას ოლი. - შევეცადე ამ ბიჭის სამყაროდან გამომეყვანა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.ის მთლიანად მის სივრცეში ტრიალებდა და არც უნდოდა ამ სიბნელიდან თავის გამოხსნა.
      - ვიცი რომ მედიკამენტების ჩარევით ახერებს იმ აბსურდული თეატრის ყურებას,რომელსაც საზოგადოების იმ ნაწილში ხედავს,როგორიცაა ხელოვნება და ლიტერატურა,უფრო მუსიკის სამყარო.მეცოდება,ძალიან მეცოდება, მიუხედავად ჩვენი არასტაბილური,უიმედო ურთიერთობისა,მის შინაგან სამყაროს ყოველთვის მაღლა  ვაყენებ, ვიდრე მის სახალხო იმიჯს.პიროვნულად მაინტერესებს.მისთვის ძალიან პატარაა ეს ქალაქი,დიდი აუდიტორია სჭირდება,რომლის შექმნის საშუალებას  შესაძლოა მასში უხვად დაგროვილი ბრაზი არ აძლევდეს,ან იქნებ ცუდი ბავშვობის შედეგად  წარმოშობილი მანკიერი მხარეები, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო ვლინდება.მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც,გულწრფელად ვისაუბროთ და მისი ცხოვრების სულ უბრალო დეტალები მხოლოდ მისგან გავიგო.არასდროს მიცდია, სხვა წყაროებიდან გამეგო,როგორ ცხოვრობდა.ყოველთვის,როცა მისგან რაიმეს გაგებას ვცდილობდი,იმ წამსვე წამოენთებოდა და თავს მესხმოდა მისი უხეშობით.ბევრჯერ გავბრაზებულვარ,მაგრამ არასდროს მიფიქრია,უარი მეთქვა ამ ურთიერთობაზე.თვალებში დანახული უდიდესი სევდა და ცხოვრება რომელიც იმაზე სამჯერ დიდია, ვიდრე მისი წლოვანება,სულს მიფორიაქებდა.ზოგჯერ  შეგნებულად არ ვფიქრობდი მასზე,რომ არ განმეცადა.ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვისაუბრია გულღიად,უბრალოდ ვერ მიუდგები,განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება,ასევე განსაკუთრებული უნარები.ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი სითბო მისი მორჯულების მიზეზია,თუმცა ეს უფრო თავისი სურვილით ხდება.იქნებ,როცა ეწევა მაშინ თავის ნამდვილ,სინაზით სავსე ბუნებას ვერ მალავს.მე მაშინაც კი არ შემიძლია ვისარგებლო მისი გახსნილობით და მაქსიმალურად ვცდილობ ბევრი არაფერი ვკითხო და მხოლოდ მუსიკაზე ან სექსზე ველაპარაკო,ის რაც მის საყვარელ ხელოვნურ იმიჯს იცავს.მოწონს  როგორც გამოიყურება,ლამაზია და კარგად იცავს მის სულიერ განცდებს.
იმდენი რამის თქმა მინდა მასზე,ალბათ აქ გათენება მოგვიწევს სიუზან.
      - არაუშავს ოლი,თუ გინდა კიდევ ვიყოთ.მე მშურს შენი სიყვარულის.გიყვარს უანგაროდ,არაფერს ითხოვ.
      - იქნებ უფლება არ მაქვს.
      - ერთხელაც მოგეცემა.მაშინ კი,არამგონია ასეთი აღტაცებული ილაპარაკო.- ღიმილით გავხედე მის ცრემლიან,მაგრამ ბედნიერ თვალებს.
      - ამას რატომ მეუბნები?
      - იმიტომ რომ ადვილი არ არის იცხოვრო დანაშაულის გრძნობით.
      - მართალი ხარ.- სახე მოეღუშა. - ვნებათაღელვა ცხრება,ყველაფერი მთავრდება,ადრე თუ გვიან.და,აი,სახლში ვარ.ჩავთვლი რომ ბედნიერებით ამაო ტკბობას აღარ ვაპირებ,ეს დიდი ვერაფერია ჩემთვის.მხოლოდ მოგონებაღა შემომრჩება,მხოლოდ ეს იქნება ჭეშმარიტება ჩემში და ვაი,რომ ამას ძალიან გვიან მივხვდები.ადამიანური სიყვარულის გამოვლინებას ხშირად წვრილმანიც ჰყოფნის.ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს სიყვარულის  შეგრძნების  მიზეზი.ყოველივე აქვეა,სულ აქვე,ხელის გაწვდენაზე.საფიქრალიც არაფერია.იმას,რაც მაქვს,ჩემდა უნებურად ბედმა მარგუნა,ვერ ვინარჩუნებ სიუზან.ხარბად ვეწაფები თავისუფლებას.მასშიც სწორედ ეს მხიბლავს.უნდა ვაღიარო,რომ ისინი,ვინც მიყვარს და ვისაც ვაფასებ,ჩემზე ბევრად უკეთესნი და აღმატებულნი არიან.სამაგიეროდ საკუთარი სისუსტეები გავიაზრე.
სხვებივით მეც ხშირად ვეძლევი ოცნებას,მაგრამ სიმარტოვის ზღუბლთან მდგომს,ჩემს სახლში მყოფი ორი პატარა არსება შესვლას მიკრძალავს.რა თქმა უნდა ვცდილობ დავძლიო ეს გრძნობა ჩემში,ამისთვის ზნეობას ვუხმობ.ოჰ,როგორ მიჭირს,როგორ ძვირი მიჯდება ეს მცდელობა სიუზან.ვნებებს აყოლილი ადამიანისთვის ეს ხელმიუწვდენელი ფუფუნებაა.
      - ოლი,მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ მთავარი,დღეს შენი ბედნიერებაა.თუ შენ იმით იქნები ბედნიერი, რომ ნიკ ო'კონორთან სხვა ტიპის ურთიერთობა გექნება,მაშინ გააკეთე ეს.თუ იცი, რომ შენ ვერ იქნები ამით ბედნიერი, იმიტომ რომ დანაშაულის გრძნობით მოკვდები,მაშინ არაფერი გააკეთო და როგორმე მაიკთან თავიდან დაახლოება სცადე.თუ ესეც ვერ გიშველის, ისღა დამრჩენია გირჩიო, რომ ერთხელ და სამუდამოდ იქონიე გამბედაობა და დაშორდი მაიკს.შეეცადე იპოვო ბედნიერება მის გარეშე,ნიკთან ან სხვასთან.არ არის აუცილებელი ცუდი ქმარი იყოს რომ დაშორდე.გრძნობა თუ არ გაქვს,დაშორების საკმარისი მიზეზი გაქვს საყვარელო.ეს პატარა ,საყვარელი არსებები, იმასაც ხვდებიან რომ შენი თვალები სიყვარულით აღარ ელავენ,შენი ხელებიც ისეთ სითბოს ვეღარ გადმოსცემენ,როგორც ადრე.ასე რომ,შენზეა ყველაფერი,მხოლოდ ერთი არეულობა და მერე ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი.
უნდა ვაღიარო,შეუძლებელი შეძელი,ნიკ ოკონორი შენთან დიალოგში შემოვიდა, ის თვისებები განახა,რასაც ისედაც ხედავდი,თუმცა,მთელი ძალებით მალავდა.მე ვამაყობ შენით პატარა ფსიქოლოგო. - საკმარისი იყო ოლივიას განსაკუთრებულ უნარებზე გაგემახვილებინა ყურადღება და უმალ გაუქრებოდა თვალებიდან სევდა და ვარსკვლავივით აუციმციმდებოდა.თუმცა,ეს იყო ადამიანი,რომელიც უდიდეს სირთულეს შეეჭიდებოდა სხვის დასახმარებლად და სრულიად უანგაროდ მისცემდა მას სიხარულის მიზეზს.საკუთარ სიმარტოვეს კი ვერასდროს დააღწევდა თავს,მისი ზედმეტად დამოუკიდებელი,პასუხისმგებლიანი და უაზროდ კეთილი თვისებების გამო.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები