ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2018


ც ვ ა რ ი ბალახზე

გაცვარულ ბალახს ხელით ვეხები,
მხიბლავს შეგრძნება უსათუთესი.
აქ არის ჩემი არსყოფის წვეთი
და მოვარდნილი სიცოცხლის თქეში.

გამოგიტყდები ვერსად შეგნიშნე
შენ, ამ საოცარ სამყაროს გულში,
აქ, რადგან დადის უფაქიზესი
ჩემი ბავშვობა და სასწაული.

აქ ყოველ დილა ცვარავს ამ ადგილს
ადგილის დედა და სიყვარული,
ფეხს რომ შემოვდგამ ყოველ მოსვლაზე
ვპატარავდები და თან ვიზრდები.

მერცხლების ჭიკჭიკს გალობა ერთვის
ჩიტების მრავალ ხმით მშვენიერით
ნაჯაფარ ხელებს  შემომხვევს დედა
და ვარ უსაზღვროდ აქ ბედნიერი.

დაცვარულ ბალახს ხელით ვეხები,
მხიბლავს შეგრძნება უსათუთესი.
აქ არის ჩემი არსყოფის წვეთი
და მოვარდნილი სიცოცხლის თქეში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები