ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2018


ბარბარობა

ქურის სადგარი წითლად ვარვარებს,
დედა თევზს წვავს და ლობიანს აკრავს.
ღამით გვეწვევა წმინდა ბარბარე,
როცა საათი თორმეტჯერ დაჰკრავს.

მოვა, მოგვიტანს უფლის წყალობას,
აგვივსებს სულის ცარიელ ჭურჭელს.
დალოცავს დედას და მის ქალობას,
ჩემს ძმას ტაძარში სიარულს ურჩევს.

მამას არყოფნის სევდის ნუგეშად
მოგვითხრობს ცათა სასუფეველზე,
მერე შენახულს გულის უბეში
ფსკვნილებს საჩუქრად შეგვაბამს ხელზე.

ყველანი ცრემლებს ავაღვარღვარებთ
სიხარულის და მერე, დღის ბოლოს,
წავა... და ჩვენსკენ წმინდა ბარბარე -
გზას მოასწავლის წმინდა ნიკოლოზს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები