ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: აფციაური666
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2018


გამოფხიზლდი

წარმოიდგინე, რომ შეგიძლია სიზმრების მართვა.
ყველაფრის მართვა რაც სიზმარში ხდება. ყველაფერს შენ ირჩევ, დროს, ადგილს, ადამიანებს, ამინდს. ყველაფერს.
პირველად რას გააკეთებ?
ალბათ, ყველაფერს გააკეთებ, რაც გინდა, ყველა ნატვრას აისრულებ. ყველანაირ სიამოვნებას მიიღებ.
იმოგზაურებდი დროსა და სივრცეში. ნახავდი ყველაფერს რაც წარსულს ეხება, წარსულს, რომელშიც არასდროს გიარსებია. გალაქტიკებში გაცურავდი და დადგამდი ფეხს ისეთ პლანეტებზე, სადაც ჯერ არავინ ყოფილა. ან ჯერ არც აღმოუჩენიათ.
ნახავდი, როგორ შეიქმნა დედამიწა.
ყველაზე ნათლად ნახავდი ცხოველებისა და ფრინველების ევოლუციას.
პარაშუტით გადმოხტებოდი, ხიდიდან ელასტიკური თოკით გადაეშვებოდი, პარაპლანით იფრენდი. ყველანაირ ექტრემალურ სპორტში ცდიდი თავს.
ყველა ძლიერ ნარკოტიკს გასინჯავდი.
და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ყველაფერი შენთვის მოსაბეზრებელი გახდებოდა, როგორც შენი მოცემული ცხოვრება.
შემდეგ თავს მიუძღვნიდი თავგადასავლებს, რომელშიც იქნებოდა საფრთხე, ჩავარდნა, ტკივილი, გადმოვარდნა და სიკვდილი, როგორც გაღვიძება.
იქნებოდა ადრენალინის დიდი ტალღა. გულის აჩქარება და ღრმა სუნთქვა.
ეს იქნებოდა ვიდეო-თამაშივით, რომელიც არცერთ ვიდეო-თამაშს არ ჰგავს შენი ცხოვრებიდან.
ეს იქნებოდა ყველაზე რეალური სიზმარი, რომელიც ოდესმე გინახავს.
ისეთი რეალური, როგორც ცხოვრებაა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ესეც მოსაბეზრებელი გახდებოდა და სიზმრიდან დროზე ადრე გამოხვიდოდი.
აღარ იქნებოდა მღელვარება, არანაირი აღფრთოვანება.
შემდეგ იწყებ ფიქრს, თუ როგორ გახადო ეს ყველაფერი საინტერესო.
შენს თავს ჰკითხავ- „რამდენად შორს შემიძლია წასვლა, რის გაკეთებას გავბედავ იმის ცოდნით, რომ ბოლოს გამეღვიძება და დავკარგავ ჩემს თავს?“
გააკეთებდი ისე, რომ მთელი სიზმრის განმავლობაში არ გცოდნონდა, რომ გძინავს.
და ბოლოს დაისიზმრებდი იმ ადგილს, სადაც ახლა ხარ.
იქნებ ეს ყველაფერი შენი წარმოსახვის ნაწილია.
ეს ნაწერი, შენი სახლი, შენი მშობლები, შენი მეგობრები, შენი მტრები, ყველაფერი.
იქნებ ეს ნაწერი იმის მტკიცებულებაა, რომ არავინ არ არის სრულყოფილი და სიმართლე, როგორღაც შემოიპარა შენს სიზმარში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები