ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2018


შემოდგომის ნარატივი

ჰგავდა შემოდგომა თხრობას
ვადაგასულ ამბების.
ხე კი სამოსს ჯერ ვერ თმობდა,
როგორც ასაკს ქალები...
ფენდა შემოდგომა სევდის
მოყვითალო აფიშებს,
ქარი ტოტებს კი არ ვნებდა,
უძებნიდა თავს ნიშას...
გახუნების წუთზე წუხდნენ
ფერთა თბილი გამები,
გადაივსო ქუჩა წუხელ
სევდის მონოგრამებით.
რაღაც მოცივზამთრო გრძნობა
ხეს ტოტებზე ეკიდა.
ზამთარი კი ხსნიდა დოვლათს
შემოდგომას ბეჭიდან.
ყველაფერი ჰგავდა ძველ ფილმს,
კარგად ნაცნობ კადრებით,
მაინც ადრე იყო ჩემთვის
გრძელმკლავება კაბები.
ჰგავდა შემოდგომა თხრობას,
ამბავს, გადანაფასებს,
და მოჰგავდა ფიქრის გროვას
ფოთლები ჩემს რაფაზე...
07.10.18


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები