ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2018


მესაფლავეთა ნადიმი (hey,you!)

მესაფლავეთა ნადიმი

თუკი თვალები სულის სარკეა,
ჩვენ კატები ვართ!
მესაფლავენი ვართ!
სინათლეს ვმარხავთ გაფაციცებით,
აღფრთოვანებით,
ხორხოცით,
როკვით,
შეუბრალებლად,
ცოცხლად...
ის ყვირის,
გასხლტომას ცდილებს,(ისევე ჩვენთვის)
ჩვენ ყრუები ვართ,
არ გვესმის მისი,
თანაც ძლიერნი,ვერ გაგვექცევა,
მოგვიცვამს ღამე.
მას ვმარხავთ,მაგრამ თითქოს ჩვენ თავად გარდავიცვალეთ...
და დავამთავრეთ,ქელეხზე ვსხედვართ,
უსინათლოდ ვართ, ვერაფერს ვხედავთ,
ვერც ერთმანეთს.
და საკუთარ თავს.
ჩვენ გვეძინება,
შიშვლებს,
მახინჯებს,
სიბნელისაგან შეჯგუფებულებს,
და ერთმანეთზე შემოჯაჭვულებს,
ერთი აზრით და თუნდაც მიზანით.
და გვავიწყდება,რომ არ მოგვიკლავს,
მხოლოდ დავმარხეთ,
ერთხელ გატეხავს თავის აკლდამას
წარწყმედილ სულებს ყველას გვანახებს.
და აი გრგვინავს,
და ამოვიდა,
გახეთქა მიწა,გაფანტა ბნელი!
ჩვენ დავიქსაქსეთ,
და განვცალკევდით,
ჩვენ ერთმანეთი ვეღარ ვიცანით,
და შეგვეშინდა:
ერთმანეთს ვგავდით,ერთურთის მტერნი.
და აი სული...
გამოჩნდა სული,
შელახული და დაჩლუნგებული,
თანაც მრისხანე.
ვერ გაგვიგია მისი ღრიალი,
ვერ აღგვიქმია,
და გვეშინია გაურკვევლობის,
გავრბივართ სადღაც
ოღონდაც სადმე,
ჯურღმულებს ვეძებთ,
მაგრამ სინათლე სუყველგან არის,
სინათლე გვამხელს.
სული კი ჩვენთან კვლავ ცდილობს წვდომას,
სული სათქმელს კვლავ თვალებში აჩენს,
და,რა თქმა უნდა, არ გვესმის მისი,
მისი გაგების არა გვაქვს ძალა!
რადგან რათომღაც შიშვლები დავრჩით,
მხოლოდ თვალები...თვალებსა ვმალავთ...

09.10.2018
hey,you!don't help them to bury the light!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები