ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2018


? ......

ჩვენ
სიბნელიდან გამოვდივართ და
სიბნელეშივე ვუჩინარდებით.

არაფერი ვიცით იმის შესახებ
საიდან მოვედით,
არც ის სად წავალთ.
უბრალოდ ყველაფერს მივაწებეთ ყალბი იარლიყი,
რომ ჩვენი მდგომარეობა
არცოდნის,
ჩაგვენაცვლებინა ყალბი ცოდნით,
რომ არ გაგვეფრინა ალბათ.

ჩემს თავზე
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია
რომ
მე ვარ რაღაც,
რაც ვერ ავხსენი,
რაც არ ვიცი.

ადამიანები იმდენად არ ვიცნობთ სამყაროს
და საკუთარ თავს,
რომ ამან
ფაქტობრივი სამყაროს
უჯრედულ შესწავლამდე მიგვიგვიყვანა,
ახლა შეგვიძლია
ატომის შიგნითაც კი შევიხედოთ,
მაგრამ
ესეც მხოლოდ სიტყვებში
დანაწევრებული სამყაროა,
რომელიც
რაცარუნდა შეისწავლო
მაინც არ იცი
და
რაცარუნდა უმცირეს ნაწილაკად დაშალო,
იმის იქით,
ყოველთვის იქნება
-
უსასრულობა.

ჩვენ
ყოველ ღამე
ვიძინებთ ,
ასე დავარქვით პროცესს,
რომელიც არ ვიცით რაა და
როგორ გვემართება.
ყოველ ღამე 
ვნახულობთ სიზმრებს,
რომელიც
თითქოს რეალობის შებრუნებული ვარიანტია.

ის ,
რაც გარშემოა ,
მხოლოდ ჩვენი გონების პროექცია,
ის რომ პლანეტაზე ვცხოვრობთ,
ის რომ კოსმოსის ნაწილი ვართ,
ეს ის ,
ეს მხოლოდ
ჩვენი გამოკვლევებია
იმ რაღაცეებზე ,
რაც სინამდვილეში
არ ვიცით ,
არც ვიცნობთ,
უბრალოდ ჩარჩოში ჩავსვით კონცეფციებად დავანაწევრეთ,
მეტი არაფერი.

ყველაფერი
რასაც  ვაკეთებთ
აუხსნელია,
და თუ ამას ხედავ,
მხოლოდ სასაცილო შეგიძლია იყო.
ვიღაც ისეთი თავდაჯერებული მოაბიჯებს,
ვიღაც
ძირს წევს
ადიელაგახვეული
კანკალებს და ხურდას ითხოვს,
ვიღაც
ბავშვს ეჩხუბება ,
ვიღაც დედაა ვიღაც
პრეზიდენტი,
ვიღაც კვდება
იბადება
და
რეალობაში ეს ყველაფერი
სიტყვების რახარუხია
ბლა ბლა ბლა
ასე ვამბობთ ჩვენ ყველაფერს და რეალობა
დგას ჩვენს წინ
იცინის,
და სვამს კითხვას
რა ?
რა გემართება ?
ვინ ხარ
დარწმუნებული ხარ რომ იცი?
....
და შენ
უბრალოდ სახტად რჩები,
გაკვირვებისგან
ხელებგაშლილი .

რეალობას თუ თვალს გაუსწორებ,
შეუცნობელი გახდება ყველა შენი წამი,
იბადები და ტირი,
და ის გაკვირვება,
რაც ბავშვობაში გქონდა,
არ იცვლება რადგან ,
ეს არაა პასუხების სამყარო,
პასუხების,
რომელიც სრულდება,
აქ მხოლოდ პასუხები
პასუხების უკან იმალებიან,
გაგრძელებულ სრულყოფილებად.

აქ ,
ის ადამიანები გიჟდებიან ,
ვინც ვერ დაუშვა სამყაროს შეუცნობლობა,
ვინც უზარმაზარი რაღაცის გამოკეტვა,
უმცირეს კონცეფციებში სცადა ჩაესვა,
ვინც
თავის იდენტურობა და
სამყაროს კარიკატურული შეცნობილობა,
იმდენად დაიჯერა რომ
როცა
ქარმა დაუბერა ,
და რეალობამ
თვალი ჩაუკრა,
წამიერად შემოვიდა მასში სამყაროს
უსასრულობა.
რამაც
მთელი გონება თითქოს
ნაწილნაწილ
გაფანტა სიზრმადქცეულ
რეალობაში.

ადამიანი,
ყოველთვის გარეთ ეძებდა ,
იმას ,
რასაც საკუთარ თავში ვერ აცნობიერებდა,
ამიტომაა სამყარო ახლა
თავდაყირა .

ამიტომ მიყვარს
ყველაფერი,
რაც
შეუცნობელია,
ამიტომ არის
ჩემთვის
ყველაზე ბუნევრივი
ადამიანი,
რომელიც
ყველაზე ხშირად იყენებს სიტყვას,
"არ ვიცი"
.

არსებობს ისტორია კაცისა,
რომელიც
საკუთარმა ყალბმა ჭეშმარიტებებმა,
იქამდე მიიყვანა ,
რომ უარი თქვა
მხედველობის უნარზე და
თვალები დაითხარა,
რადგან მათი საშუალებით,
ტყუილით იცხოვრა მხოლოდ.

ამიტომ
მიყვარს როდესაც მძინავს,
მიყვარს როდესაც
ვწევარ სადმე
ცის ქვეშ,
მინდორში
და
თვალებს ვხუჭავ.
წარმოვიდგენ ხოლმე რომ ,
ეს ღრუბელი მე ვარ
და მე
მივსრიალებ ცაზე
ანდაც
იქნებ
მართლა მე ვარ ?
ვინ იცის..


სიმშვიდე
მხოლოდ იქ არსებობს,

ხდება ხოლმე,
ვიღაც მოგიჯდება,
ვიღაც
ვისაც
რაღაცეების ჯერ კიდევ სჯერა და
რაღაცეებში ჯერ კიდევ დარწმუნებულია,
შენ
უბრალოდ უყურებ და გეცინება ,
როცა ისმენ
მითებს
ვიღაცაზე,
ისმენ
ისტორიად დანაწევრებულ არსებობას,
რომელიც
საკუთარ თავში ვერ ეტევა,
და იმდენად ცდილობს,
საკუთარი სულის აქ გამომწყვდევას,
რომ
ხელებიც კი უკანკალებს შიშიგან,
დაძაბულობისგან.
შენ კი,
ხშირად გინდება,
უთხრა ,
როდესაც ბალახებში უბრალოდ წევხარ,
მოგიწვეს გვერდით,
დახუჭოს თვალები
შენ კი ხელს,
თვალებზე დააფარებ,
რომ
შეწყვიტოს
ტყუილის დაჯერება
და
უთხრა ,
რომ შენ
ახლა
გჭირდება,
უბრალოდ ამოსუნთქვა.

ამოაყოლე სუნთქვას,
ყველაფერი,
რაც ასე გიშლის ხელს,
რომ
იარსებო ,
ისე თავისუფლად,
შეგეძლოს ქარის დროს,
ხელების გაშლა ,
და თითების მოძრაობა
ქარის მუსიკის რიტმს აჰყვეს.

ამასწინათ,
თექვსმეტსართულის სახურავზე ვიყავი წამოწოლილი,
წარმოვიდგინე რას ვეტყოდი ადამიანს,
რომელსაც მოუნდებოდა ,
ჩემს გვერდით ყოფნა ახლა.
ჩანთიდან ფურცელი ამოვიღე
დავწერე ფანქრით სიტყვები-
,,მოდი ისე,
რომ არ მითხრა ფაქტობრივი სიმართლე შენზე,
ნუ მეტყვი იმას,
რაც შენ თვითონაც არ იცი ზუსტად,
მოდი ისე,
თითქოს
ამ წამს დაიბადე
მოხვდი სამყაროში,
სადაც არ შეგიძლია არაფრის ახსნა ან გაგება,
მოდი
და იწექი ჩემს გვერდით
ჩუმად,
დახუჭე თვალები და
ერთად
ჩავიძიროთ იქ,
სადაც
ყველაფერი
აუხსნელია.

მაგრამ ჩვენ ვიღებთ! "
 
ფურცლით ქაღალდის თვითმფრინავი გავაკეთე და
ჰაერში გავისროლე,
ვუყურებდი,
როგორ
გაყვა ჰაერს სადღაც
და როგორ
ეშვებოდა დაბლა.

თითქოს სამყარო,
იყო უძრავი
ამ წამს.

სიმშვიდე
მხოლოდ იქ არსებობს,
სადაც
კითხვებზე
კითხვებით პასუხობენ და
წერტილები
დაუსრულებლად მრავლდებიან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები