ეს ქარიც ჩადგა,შეგვიშრა ცრემლი, სევდა კი ღვივის გულში ,ფიცხდება. მზესავით თმა და ღიმილი შენი, რავიცი ,როდის დაგვავიწყდება. ღილივით მოწყდი ცხოვრებას ,ნინა, ათასი თვალი ცრემლით დაოსდა. წუხელის იქ რამ გაგაძლებინა? ვინ გდარაჯობდა სასაფლაოსთან? ჩვენ მოვალთ ხშირად ,დაგვიფიცია, ყვავილებით და ლუდის ბოთლებით. და მოგიყვებით, როგორ იცვლიან ფერებს ნეკერჩხლის წვრილი ფოთლები, როგორ ანათებს მზე ,თორემ წვიმას ... (ჩამოაღწიეს მანდაც წვიმებმა?..) შენ ,მეგობარო,უბრალოდ გძინავს, და ჩვენც ოდესმე ჩაგვეძინება. ღილივით მოწყდი ცხოვრებას ,ნინა, ათასი თვალი ცრემლით დაოსდა. ნეტა ტირილით მაჯერებინა გული შენს ციცქნა სასაფლაოსთან...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. რაზეა საუბარი გიო და აი ამ ლექსის განხილვაში http://urakparaki.com/?m=4&ID=102352#comments
თქვეს რომ ესა და კიდევ ერთია საუკეთესოო და მეთქი არაა ეგრე აბა ესეც ნახეთ თქო :) რაზეა საუბარი გიო და აი ამ ლექსის განხილვაში http://urakparaki.com/?m=4&ID=102352#comments
თქვეს რომ ესა და კიდევ ერთია საუკეთესოო და მეთქი არაა ეგრე აბა ესეც ნახეთ თქო :)
23. დღემდე არდასაჯერებელი ამბავია ნეკერა ეს მიძღვნა კი საუკეთესოა ++ დღემდე არდასაჯერებელი ამბავია ნეკერა ეს მიძღვნა კი საუკეთესოა ++
22. ვერ გავიგე,ნიკი? რაზეა საუბარი? ..
ვერ გავიგე,ნიკი? რაზეა საუბარი? ..
21. აი ესეც ერთერთი მათაგანი კარგი მიძღვნა ნეკერაზე გავიხსენო ერთი ვისთან იყო ის ტექსტი, სადაც არ იყო მოხსენიებული ეს ლექსი აი ესეც ერთერთი მათაგანი კარგი მიძღვნა ნეკერაზე გავიხსენო ერთი ვისთან იყო ის ტექსტი, სადაც არ იყო მოხსენიებული ეს ლექსი
20. რაოდენ დასანანია, მისი ადრეული გარდაცვალება :( ლექსი კი ძალზედ გულში ჩამწვდომია რაოდენ დასანანია, მისი ადრეული გარდაცვალება :( ლექსი კი ძალზედ გულში ჩამწვდომია
18. შენ მეგობარო-დიდი ადამიანი ხარ შენ მეგობარო-დიდი ადამიანი ხარ
17. ჩამწყდა გული :( ჩამწყდა გული :(
16. მოიცადეთ ანა ონიანი იგივე ლაშხელია? :O ანა გარდაიცვალა? :O მოიცადეთ ანა ონიანი იგივე ლაშხელია? :O ანა გარდაიცვალა? :O
15. და მოგიყვებით, როგორ იცვლიან ფერებს ნეკერჩხლის წვრილი ფოთლები... <3
და მოგიყვებით, როგორ იცვლიან ფერებს ნეკერჩხლის წვრილი ფოთლები... <3
14. კარგი პოეტისგან კარგი მიძღვნა( დატირება) კარგ ადამიანს ( პოეტს )
საწყალი ნეკერა, როგორ უყვარდა სიცოცხლე :( კარგი პოეტისგან კარგი მიძღვნა( დატირება) კარგ ადამიანს ( პოეტს )
საწყალი ნეკერა, როგორ უყვარდა სიცოცხლე :(
13. ძალიან ემოციური, ცრემლიანი დატირება ნეკერასი, ანა ონიანის და ყველა ახალგაზრდისა რომლებიც უდროოდ მოწყდა ღილივით ამ ცხოვრებას.. ჩემი ტკივილიც ვიგრძენი აქ. გაიხარე გიო. ძალიან ემოციური, ცრემლიანი დატირება ნეკერასი, ანა ონიანის და ყველა ახალგაზრდისა რომლებიც უდროოდ მოწყდა ღილივით ამ ცხოვრებას.. ჩემი ტკივილიც ვიგრძენი აქ. გაიხარე გიო.
12. მადლობა გიო, ამ კაცური ცრემლისთვის, ამ ლექსში რომ ჩაიღვარა... ნინო-ნეკერას ჩიტივით გაფრენა იმ ქვეყნდა კი მოუნელებელ ტკივილად დაგვრჩება... მადლობა გიო, ამ კაცური ცრემლისთვის, ამ ლექსში რომ ჩაიღვარა... ნინო-ნეკერას ჩიტივით გაფრენა იმ ქვეყნდა კი მოუნელებელ ტკივილად დაგვრჩება...
11. გიო( რამდენჯერაც წავიკითხავ სულ მეტირება( გიო( რამდენჯერაც წავიკითხავ სულ მეტირება(
9. მადლობა ამ ლექსისთვის,გულში ისე თბილად ჩაიღვარა თითოეული სიტყვა.
მადლობა ამ ლექსისთვის,გულში ისე თბილად ჩაიღვარა თითოეული სიტყვა.
7. ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლი მოომერია .. :( ბევრი მესაუბრეს ნეკერაზე , ბევრი კარგი მითხრეს და მეც ისე განვიცდი თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი .. :( ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლი მოომერია .. :( ბევრი მესაუბრეს ნეკერაზე , ბევრი კარგი მითხრეს და მეც ისე განვიცდი თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი .. :(
6. როგორი ემოციური მიძღვნაა...
როგორი ემოციური მიძღვნაა...
5. წუხელის იქ რამ გაგაძლებინა? ... ...ნეტა ტირილით მაჯერებინა გული შენს ციცქნა სასაფლაოსთან...
უფ... დაუჯერებელი და მოუნელებელი ამბავი...
წუხელის იქ რამ გაგაძლებინა? ... ...ნეტა ტირილით მაჯერებინა გული შენს ციცქნა სასაფლაოსთან...
უფ... დაუჯერებელი და მოუნელებელი ამბავი...
4. რა კარგი ადამიანი ხარ.. ათასში ერთი ზედვაკელო!
რა კარგი ადამიანი ხარ.. ათასში ერთი ზედვაკელო!
3. ეჰ, ნინა... :( ეჰ, ნინა... :(
2. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლიტერატურის დიდი მოყვარული და თავადაც კარგი ლექსების ავტორი. ნაცნობები მას ,,ნეკერას“ ვეძახდით, არ სწყინდა.
მახსოვს როგორი გახარებული იყო, ეს ლექსი რომ დავუწერე:
ნეკერ...
მითხარ, ნეკერ, საით მიდის ეს პატარა სამყარო, ჩამტყდარია შუა ხიდი, დამშრალია ცხრაწყარო.
სხვისი არ ვიცი და... ჩვენ კი ვცოცხლობთ უფლის იმედით, ჩვენი ძმების გულებამდე სიყვარულით მივედით.
მან იკითხოს - ვინც ქართველებს სირცხვილით თვალს გვარიდებს და ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ - თავისი გზით წავიდეს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლიტერატურის დიდი მოყვარული და თავადაც კარგი ლექსების ავტორი. ნაცნობები მას ,,ნეკერას“ ვეძახდით, არ სწყინდა.
მახსოვს როგორი გახარებული იყო, ეს ლექსი რომ დავუწერე:
ნეკერ...
მითხარ, ნეკერ, საით მიდის ეს პატარა სამყარო, ჩამტყდარია შუა ხიდი, დამშრალია ცხრაწყარო.
სხვისი არ ვიცი და... ჩვენ კი ვცოცხლობთ უფლის იმედით, ჩვენი ძმების გულებამდე სიყვარულით მივედით.
მან იკითხოს - ვინც ქართველებს სირცხვილით თვალს გვარიდებს და ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ - თავისი გზით წავიდეს.
კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
სახსოვრად ფოტოები და ის ლიტერატურული საღამოები დამრჩა, ერთად რომ ვმონაწილეობდით.
1. ძალიან კარგია, გიო! ძალიან კარგია, გიო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|