ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თიბათვე.
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2018


წერილი პოეზიას

წერილს გწერ...
სიტყვები საძებნი გამიხდა.
სივრცეში აშლილი სიჩუმე ბატონობს.
თუ გინდა , დამტოვე უფსკრულის ნაპირას.
ამდენი ფოფინიც არ მინდა, ბატონო.
ურჩი ვარ...
სიმშვიდეს ვერაფრით ვპოულობ.
და შენში დავეძებ სინათლის ნატამალს.
მოხდენილ ტკივილებს სათუთად ვაგროვებ
და მაინც ვახერხებ შენს გზებზე გადავლას.
დაღლილი დღეები ჩამავალ მზეს გავს და
თენდება თუ არა, თავიდან ამოდის.
მომბეზრდა სულ წრეზე ტრიალი თავდაღმა.
აქედან მივდივარ...
თუ გინდა წამოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები