ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სენე
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2018


მე - გოგო სამოთხის

სამ წელიწადში გავხდები სამოცის,
სამ წელიწადში... სამოთხეს გავხედავ,
ცალი თვალით და ნეკნიდან
ამოსულ ევასთვის მოვიცლი
დ ა თითსაც დავუქნევ, ამ ფრიად უტვინო
და ვერაგ გოგონას...
მე სულ მთლად ლილითი,
ტყუილად ნაგვემი ურჩი და თავნება...
მახეში გაები, შენ ჩემო უფალო, როცა მე თიხისგან
ნაძერწი დამთმე და
ადამის ნეკნიდან ამოსულ ევაზე გაჩერდი
და ბიჭი ადამიც დამოძღვრე..
დამეხე ,,,
შეხედა რა გიქნა ევამ და რატომღაც
ისევ მე დამარტყი მწარედ და სასტიკად
და ლამის
გორგონას დაქალი გამხადე...
ევამ ამ უტვინომ... ქმარი ხომ წამართვა
(მას მერე ახევენ ქალები ერთმანეთს სულ- ქმრებსა და საყვარლებს)
და მეც ვერ დავთმობდი ამ უპირატეს და საამო სქციელს
და ყველა მამრსა და ყველა გაფხორილს ,
პირველი ვტოვებდი
ვიდრემდე დამთმობდნენ...
ხო მე ვარ ლილითი-
წითური ქალი და
ცისფერი გუგიდან იები გადმოდის-
ისეტი ლამაზი ისეტი უხვია ეს ჩემი შურის და
ნაცვლობის ამბავი-
ხო ისე--
რომ იცოდეთ მშვენივრად დაგსაჯეთ
ამბავიც არ მოდის თქვენამდე მართლად და
თქვნივე ნათქვამის თვითონვე არ გჯერატ....

ავ ჭორებს აგორებთ...
....
შენ გყავდეს ადამი - ეს შტერი და უხმო
უფერო ამბოხი,
ევაც ზედ მიიმხრე
მე კი ამ სამოც წელს ათასჯერ ვამარვლებ...
თქვენი _ამ სამის
და
.. შენი
და
ევას და
ადამის
ამბებით სამყაროს გავართობ- მე გოგო სამოთხის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები