ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჯანა
ჟანრი: საბავშვო
11 ოქტომბერი, 2018


ძილის უფლება

- რამ ჩაგაძინა, ბიჭო, სკოლის ვესტიბიულში?
- რამ ჩამაძინა და დაღლილი ვიყავი, ვერ უძლეფ, ბე.
- რას ვერ უძლებ, ჯერ ერთი კვირაა სწავლა დაიწყო. ყველანაირი უკუღმართობა შენ როგორ უნდა გამოიგონო?! არც კი მსმენია, მოსწავლეს დერეფანში ჩაძინებოდეს.
- იმიტო, რო შენ მოსწავლეს არ ჩაძინებია და სად ნახავდი? აი, მეექვსე საავტოროს მასწავლებელი რო ყოფილიყავი, ნახული გექნებოდა.
- იქ სხვებიც იძინებენ?
- არა, მარა ხო მოუვიდა ერთ ბავშვს ეგ, ანუ მე.
- სკამზე მაინც ჩამომჯდარიყავი.
- სკამზე? ვერც კი მოვასწარი სკამამდე მისვლა, ისე წამიღო ძილმა და ჩავიკუზე, მერე თავი გადამივარდა და ჩამეძინა.
- მერე?
- მერე რა გინდა, მოგიყვე, ძილში რა მოხდა? ჩამეძინა-მეთქი, ჯანა და რაღა მახსოვს?
- ირუმ მითხრა, ეძინა და ბავშვები სურათებს უღებდნენო.
- ხო, ეგრე იყო.
- რა იყო ეგრე?
- რა და, მოვიდნენ უფროსკლასელები, ეს ის ბავშვი არ არიო, დიდი ყურები რო აქო?! ნახე, როგორ დაუძინიაო! რა ტიპიაო! მაგას უფროსი ძმა ყავსო და დაუძახეთ, მოაკითხოსო; გეხვეწებიო, გადაუღეო, არ გაქ კამერაო და ეგეთი რაღაცეები.
მერე ირუ მოიყვანეს, ჩამეხუტა ირუ, მეძახდა: იკო, იკოვო!
- შენ გესმოდა ყველაფერი?
- მესმოდა.
- ძილში გესმოდა?
- ძილში, ხო, გამეღვიძა მაგათ ლაპარაკზე და ფხიზლად მეძინა.
- მერე როდის გამოგეღვიძა?
- როდის და მასწავლებელს შეეშინდა, ცუდათ ხო არ გახდა ბავშვიო?! სასწრაფოს ხო არ გამოუძახოთო და ირუმ ტირილი დაიწყო და მე წამოვხტი.
- სასწრაფოსი შეგეშინდა?
- ირუ შემეცოდა და თან კი წავიდოდი სავანტყოფოში, ბები, იქ დავიძინებდი მაინც, ცოტას დავისვენებდი, მარა მანანა ამბობდა იმ დღეს, ექიმების ხელში არ უნდა ჩავარდეს არავინო, მოქკლავენო ეგენიო და ვიფიქრე, ეხა როგორც ვარ, თუ მაგაზე უარესათ გამახდუნებენ, დავრჩები ისევ სკოლაშიო.
რათ მინდოდა სასწრაფო? მე სწავლას, მართალია, ვერ ვიტან, ბე, მარა სავანტყოფოში სიკვდილის უფრო ძალიან მეშინია, ვიდრე სწავლის და სკოლა ეგრე კი არ მძულს...
- მერე?
- მერე გამოვცოცხლდი, არ მძინავსო უთხარი, იქ ვინც იყვნენ, ყველას.
ირუმ ამაყენა, წამიყვანა კლასში, ძაან შეეშინდა ირუს: ხო კარქათ ხარო, გინდა შენთან დავრჩებიო...
და მე მივხვდი, რო ბავშვს საერთოთ არა აქ უფლება, დაძინებაც არ შეუძლია თავისუფლათ, დაძინებაც! ესე იგი რო დაიღალოს ბავშვი და ძილი მოერიოს, სავანტყოფოში უნდა წაიყვანონ?!
ისე, შენც იცოდე, ბები, სავანტყოფოს ბევრათ ჯობია სწავლა და ექიმების ხელში ყოფნას - მასწავლებლების ხელში ყოფნა...
ნუ მანანა ეგრე ამბოფს, ბებიაჩემი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები