ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2018


* * *

ამ ფიქრებს, ამ ნისლებს, ამ ლანდებს
გაუღეთ, გაუღეთ დარაბა!..
ჰაერის სიმძიმე მადარდებს
ჩემს ოთახს რომ არწევს თანაბრად.
აკრიფეთ, აიღეთ სისუსტე
ქარებს გააყოლეთ, ადევნეთ!..
მაღრჩობს იმ გრძნობების სიზუსტე
ბალიშზე ტკივილს რომ ბადებენ...
ოცნება, სურვილი აწეწეთ,
ფარსია გეგმების დასახვა,
ცხოვრება სიყალბეს მაჩეჩებს
და რაღა აზრი აქვს ცალსახა
სამყაროს უგემურ ნამცეცებს
დაუწყო ფუთვა და გადათვლა,
რომ იცი გზად აცდი ამ წესებს,
რომ იცი წამიც ვერ გადარჩა!
ახლა ჩემს საწოლთან ბედს თვლიმავს
მარტოს და საოცრად გადაღლილს,
ფუნჯს ვიღებ და ვხატავ ცელქ წვიმას
ფანჯრის ცივ მინებზე გადავლილს,
ცრემლების სიმლაშე წვეთებად
დაეტყო იისფერ ნაფურცლევს
და ვწყვიტავ: არ ვიღებ მე მეტად
ცხოვრების გაბზარულ საჩუქრებს!!!
და აჰა, გავუღე დარაბა
ჩუმ ფიქრებს, ჩუმ ნისლებს, ჩუმ ლანდებს...
"მე"-ს აღარ ჭირდება ფარვა და
აღარც მარტოობა მადარდებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები