ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბენიამინი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2018


უარყოფა *

არსად ვყოფილვარ და თუ ვყოფილვარ,
გზა იყო მუდამ უარსაყოფი,
თავს ვთვლიდი მაინც არსად ყოფილად,
ყოფნაც არ იყო ჩემი სამყოფი.

არავინ ვარ და არავინ ითქმის,
ყველგან წასული, ვეღარ მიპოვეს,
არსაით წასვლით, ვეწევი თითქმის,
იმ გზას რომელიც მე მოვიპოვე...

სევდაა ქარის, ქარი ფიქრია,
ფიქრის ღამეში არის სიბნელე,
და ეს დღეები ისე მიქრიან,
თითქოს განწირულ თვალებს ვიბნელებ...

არსად წასული აქვე
ამ დილას,
ყოფილ ღამეებს ვუცვლი არ ყოფილს,
საწოლში ვუსმენ კვლავაც ბობ დილანს,
უარყოფილი თავით კმაყოფილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები