ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2018


გახსენება

შესავალი

მე პატარა ბიჭი და შენ-პატარა გოგონა,
ორივენი ერთმანეთს არცთუისე ვუხდებით,
ხელიხელჩაკიდებულ მოხუცებს გვეგონება,
ყავარჯნებით ვაბრუნეთ ნაცხოვრები ხურდები...


-არ მახსოვს თუ რა დრო იყო,რა გეცვა, გქონდა თუ არა მაკიაჟი და მრავალი ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალი(მე ხომ რომანტიკოსი ვარ)... შენ უბრალოდ გესიამოვნებოდა ჩემგან ამის გახსენება,თუმცა მოკლე ღიმილით არ შეიმჩნევდი სიამოვნებას.
სამაგიეროდ შენი თვალები მახსოვს,თითქოს ერწყმოდა ბუნებას და ერთი მთლიანი ხდებოდა ისე ელავდა,ბედნიერი იყავი,ახლა კი გადაღლილი ხარ თითქოს მერიენ... მე შენს ავადმყოფობაზე მეტად დაგღალე, არადა მე დაგპირდი,დაგპირდი! რომ არ დაგღლიდი და ერთად წავიდოდით აქედან,მოტყუებასავით გამომივიდა... აქაც სუსტი აღმოვჩნდი და ვერ ვერევი თავს უშენოდ,როგორ უნდა ვიცხოვრო, როდესაც შენი დანაოჭებული ხელების შეხებაზე ვოცნებობდი და ახლა ბავშვივით კანს ვებღაუჭები,არ უნდა მიმატოვო იცოდე,ჩვენ ერთი გზა გვაქვს ხომ შევთანხმდით,გახსოვს? ჩვენ დრო ხვალამდე გვაქვს მერიენ,იმ წამამდე სანამ თეთრხალათიანი ექიმი შემოვა და იტყვის: დროა! როგორ ვერ ვიტანდით ამ სიტყვას,რადგან ჩვენ მუფამ ვუსწრებდით,ჩვენ ვერ გვეხებოდა და ვერც ვერასდროს შეგვეხება,მე გიღალატებდი შენს ადგილზე,მე ხომ არ მაქვს ბრძოლის ძალა,შენ კი ძალიან ძლიერი ხარ... ნუ იქნები ეგოისტი,ჩვენ კიდევ ერთხელ დავამარცხებთ ყველასა და ყველაფერს,მხოლოდ ერთი შანსი მომეცი. სულ მსაყვედურობდი არაფერს მთხოვო,არც გჭირდებოდა,შენ უთქმელად გესმოდა ჩემი,დამინდე გთხოვ! არ გამანადგურო... ახლა გთხოვ, არ წამხვიდე და ნუ შემაჯიბრებ ყველასა და ყველაფერთან მარტოს, წავაგებ და შენ ჩემით ვერ იამაყებ,რასაც აქამდე მუდამ ვცდილობდი... წვიმა მოდის ნახე,გარეთ რომ დაგათრევდი ძალით წვიმისას ხომ გახსოვს?! ადექი და კიდევ ვიგიჟოთ, როგორც ადრე,ახალგაზრდობაში ვიცოდით,მხოლოდ ჩვენ რომ ვიყავით ამხელა დედამიწის შუაგულში და ყველა წვიმის წვეთი ჩვენ რომ გვემორჩილებოდა,მე კი სულელურ ლექსებს გიკითხავდი,შენ ვითომ მოგწონდა,თავს მაჩვენებდი და არც კი ბრაზდებოდი... შენ ყოველთვის ჩემზე ჭკვიანი იყავი,ყველას უკვირდა შენნაირი გოგო,ჩემნაირთან რას აკეთებდა,მე ხომ არც მატერიალურად გამართული ვიყავი,არც განათლებული და არც სიმპატიური,შენ კი ეს სამივე ზედმეტადაც გქონდა,იდეალური ქალი ხარ...
დერეფანში სანიტრების ჯარი იდგა და ელოდნენ მთავარ ექიმს,ვერცერთი  მათგანი ბედავდა დარღვევას წყვილის მონოლოგისა,რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში ყოველდღე ხდებოდა ღამე. მერცხლებს ჰქონდათ ბუდე შენობის იმ ოთახის გარეთ,ფანჯარასთან,სადაც მერიენი იწვა,ლამაზი თმა ჰქონდა,დავარცხნილი,ბავშვივით კანს ხვრეტდნენ სამედიცინო მილები,რომლებიც აპარატთან ისე იყო შეერთებული,თითქოს უხილავი შავი ძალა ადამაინის უკანასკნელ სიმფონიას უკრავდა ამ აპარატზე,მილები კი ინსტრუმენტები იყო...
-მერიენ! დამიბრუნდი თორემ ბავშვები ხმას აღარ გამცემენ იცოდე,ისედაც ჩემს სიმშვიდეს აბრალებენ შენს ავადმყოფობას... ძალიან გვჭირდები, არ მინდა მარტო დავტოვო,ხომ იცი,მე ვერ გადავიტან შენ თუ წახვალ, მათზე იფიქრე და გექნება საშუალება გამოხვიდე,იცოდე მე...
-ვიცი,ვიცი,შენ სულ გაჭაღარავდი ამ ერთ თვეში რუდ... შე ბებერო! - მერიენს გაეღიმა.
-მერიენ!.. დავუძახებ ექიმს,დაისვენე - სიხარულის ცრემლიანი თვალებით წამოხტა რუდი...
-მოიცა რუდ,ცოტა ხნით ვარ აქ,გთხოვ რომ ჩემნაირი ეგოისტი არ იყო,არ გამომყვე,მე შენ მუდამ მეყვარები, ჩვენ ხომ დროის დამმარცხებლები ვართ დაგავიწყდა ჩურჩუტო? უჩემოდ აე მოიწყინოთ,შენ უკეთ იცი როგორ უნდა გააკეთო,ყოველთვის ჩემზე მხიარული იყავი გაიძვერავ... მიყვარხარ!
..................................................................
სიმფონია დასრულდა,ცარიელმა დარბაზმა ჩუმი ოვაციები აღავლინა 3 დღის თავზე რუდისა და მერიენის საფლავებთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები