ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლაშა ..
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2018


არა ვარ

ვაპირებ, სიზმრები დავგეშო
და გავყვე ქარების ქარავანს.
რა უნდა ჩახედვას სარკეში,
მიხვედრას, რომ ეს მე არა ვარ.
ამინდის შეცვლილი ტონები
ნიშნებსაც უგებენ ქალაქებს.
მოდიან. არეულს მტოვებენ.
მივდივარ. რა გზაა - ვალაგებ.
მეც მინდა ფიქრებს და მანძილებს,
მეგობარ ფრინველებს ვატანდე.
რა ლურჯი აბები საძილე,
რის დათვლა ერთიდან ათამდე.
და რაც შეეხებათ ყინულებს -
ყინულებს ვერავინ ეხება.
შენთანაც თუ ვერ მომიყვანეს -
ფეხები მინდა რა ფეხებად?!
ამ ორკუზიანი ქარების
ვაპირებ, რომ გავყვე ქარავანს.
სარკეში;
კარგად ;
და დამწერი -
არა ვარ,
უბრალოდ არა ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები