ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2018


* * *

წელს ოქტომბერი მანდარინებს აღარ მოისხამს,
წელს ფითილცვენა ცივი არის_სუსხი დეკემბრის,
ხეზე გახლეჩილი ბროწეულებს თოვლმა მოუსწრო
და ჩვენ ლექსებად დავიცალეთ და ჩვენ შევხვდებით
ალბათ სადმე დაჟანგებულ რეალობაში,
სადაც სიტყვები არ იქნება გამოსავალი,
სადაც ბეღურებს დაარქმევენ გადამფრენ ჩიტებს,
სადაც ზამთარი ტალახიან ლოგინში იწვენს
ღამეებს... დღეებს... უსასრულო სევდის კამარა_
დგას ოქტომბერი შეციებულ ფოთლებს იბერტყავს,
ალბათ შევხვდებით სადაც ღმერთი ნამდვილად ცხოვრობს _
იქ, რომელიმე მიტოვებულ ეკლესიასთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს