ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2018


ქარი? არასოდეს!

ქარს ყოველთვის უკან მიაქვს
თავის მონატანები,
ამიტომაც მას მიენდო,
გაიხურა კარ(ებ)ი.

ჩემი ბიჭი, ცისთვალება,
დადის ასე ქარდაქარ,
ოცნებები უხუნდება,
თანდათან და კარდაკარ.

თუმცა, სხვა გზა არ დატოვა,
რაღა თუმცა, ხელი ჰკრა,
მან ვინც...
მოკლედ გამოჩნდა რომ,
ვერ შედგა და არ იქნა!

დადის ბიჭი ლურჯთვალება,
კარდაკარ და ქარდაქარ
და მზესავით იმედს მჩუქნის -
შემეხება ხანდახან.

თორემ ხმელ ტოტს შერჩენილი
პოლიეთილენივით,
სიომაც კი შემაჩვია,
მასზე გულისკანკალი.

დარდი ოხრად დამიგროვდა
ვერას გავხდი მე კიდე,
სევდას იქით ჩავექეცი,
იქით გადავეკიდე.

მაგრამ ვეღარ გამიგია,
სად დაკარგა სიმრგვალე
მიწამ?
ან შენ, ჩემო ბიჭო,
ასე რად დაგიმგვანე?

როგორ ჩემსავით არ ძალგიძს
აუხილო თვალები,
მას ვინც (მგონი სამუდამოდ)
მიგიხურა კარ(ებ)ი.

დადის ბიჭი , ცისთვალება,
და მაქცია დარდებად,
მგონი ქარი არასოდეს,
აღარ შემიყვარდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები