ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 ოქტომბერი, 2018


რამდენი ქართველი დაიღუპა მე-2 მსოფლიო ომში? ე.წ. ”ლიბერალების” მიერ გავრცელებული ტყუილების მხილება

რამდენი ქართველი დაიღუპა მე-2 მსოფლიო ომში? ე.წ. ”ლიბერალების” მიერ გავრცელებული ტყუილების მხილება


ტყუილია  ე.წ. ”ლიბერალების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მე-2 მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული  700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან” დაიღუპა 350 000 – 400 000 ”ქართველი”, ანუ თითქოს ”არა-ქართველი” საერთოდ არ დაღუპულა.

დააკვირდით აფერისტულ სტილს, როგორ სტყუიან  ე.წ. ”ლიბერალები”. აფერისტი ე.წ. ”ლიბერალები” ამბობენ, რომ საქართველოდან მე-2 მსოფლიო ომში გაიწვიეს 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ როგორც ქართველები, ისე არა-ქართველები, და ამ  700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან” დაიღუპა 350 000 – 400 000 ”ქართველი”, ანუ, აფერისტების სიტყვით გამოდის, რომ  ”არა-ქართველი” საერთოდ არ დაღუპულა.

დააკვირდით, რა ფარისევლურად ხდება სიტყვების თამაში, ანუ, მატყუარები ამბობენ,  რომ მე-2 მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან”  დაიღუპნენ  თურმე მარტო მხოლოდ და მხოლოდ ქართველები (?!), ანუ, გამოდის, რომ  მე-2 მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან”  არც ერთი ”არა-ქართველი” თურმე არ დაღუპულა (!), რაც,  საღი აზრიდან გამომდინარე,  შეუძლებელია, რომ სიმართლე იყოს, მაგრამ მატყუარა ე.წ. ”ლიბერალები”, საღი აზრის საწინააღმდეფოდ,  დაღუპულ არა-ქართველებსაც ქართველებად აცხადებენ,  ხოლო ნაცისტური გერმანიის მიერ  350 000 – 400 000 ”ქართველის”.

რატომ?

იმიტომ რომ მატყუარა ე.წ. ”ლიბერალები” ცდილობენ საქმე ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე-2 მსოფლიო ომში ეროვნებით ქართველები დაიღუპნენ არა-პროპორციულად მეტი, ვიდრე სხვა ეროვნებების ადამიანები, და თითქოს ეს იმის მაჩვენებელია, რომ მე-2 მსოფლიო ომში სტალინის ”ბოროტი ნებით” ტარდებოდა ქართველი ხალხის გენოციდის პოლიტიკა (?!). დააკვირდით ე.წ. ”ლიბერალების” აფერისტულ ლოგიკას.

ბოლოს და ბოლოს, დააკვირდით ელემენტარულს. მატყუარა ე.წ. ”ლიბერალები” ნაცისტური გერმანიის მიერ  ”ქართველების” დახოცვას დანაშაულად უთვლიან არა გერმანელ ჰიტლერს, არამედ ქართველ სტალინს (?!). ხალხო, მიხვდით, ეს ჭკუანაკლულები არიან გიჟები. ხალხო, მიხვდით, ეს ჭკუანაკლულები  გიჟები გერმანული ნაციზმის დანაშაულებრივი იდეოლოგიის მიზეზით  ნაცისტური გერმანიის მიერ ქართველების დახოცვისთვის ბრალს სდებენ არა ნაცისტურ გერმანიას, არამედ ანტი-ნაცისტური კოალიციის რიგებში, ამერიკელებთან და ინგლისელებთან ერთად, მებრძოლი წევრი ქვეყნის, სსრკ-ის, ხელისუფლებას. ხალხო, მიხვდით, ე.წ. ”ლიბერალები”, ეს ჭკუანაკლულები  გიჟები, ფაქტიურად, არ ცნობენ ნიუმბერგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გერმანული ნაციზმის დანაშაულებრივ იდეოლოგიად გამოცხადებას, და თვითნებურად აცხადებენ დანაშაულებრივად გერმანული ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოს, რომელიც, არც სახელმწიფო, და არც მასში გაბატონებული იდეოლოგია, დანაშაულებრივად არც ერთ სასამართლოს არ გამოუცხადებია. და თუ ეს ე.წ. ”ლიბერალები” არ არიან ჭკუანაკლულები  გიჟები, ანუ არიან შერაცხადები, მაშინ მათი ადგილი ციხეშია, ვინაიდან ისინი ეწევიან გერმანული ნაციზმის პროპაგანდას, ნაცისტური პროპაგანდა აკრძალულია გაეროს გენასამბლეის 69/160 რეზოლუციით, და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142 პრიმა 1 მუხლის („რასობრივი დისკრიმინაცია“) თანახმად რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში  მოქმედებს ან საერთაშორისო სამართალი, ან ძალა.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაცისტური იდეოლოგია დანაშაულებრივად არის გამოცხადებული, კომუნისტური  იდეოლოგია არც ერთი სასამართლოს მიერ დანაშაულებრივად არ არის გამოცხადებული.

სამხედრო თვალსაზრისით, კომუნისტურ ჩინეთს შეუძლია შეიარაღებულ ძალებში გაიწვიოს დაახლოებით 900 მილიონი ადამიანი,  ანუ, იმაზე მეტი, ვიდრე არის ამერიკის შეერთებული შტატების და ევროგაერიანების მთელი მოსახლეობა, ერთად აღებული.

ეკონომ იკური თვალსაზრისით, კომუნისტური ჩინეთი დღეს არის მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მალე გახდება მსოფლიოს პირველი ეკონომიკა. 2050 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკის მოცულობა იქნება ორჯერ მეტი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მოცულობა.

დააკვირდით, ასეთ პირობებში ქართველი ე.წ. ”ლიბერალები” კომუნისტურ  იდეოლოგიას, ანუ ჩინეთის გაბატონებული პარტიის იდეოლოგიას, ”ტოტალიტარულად” აცხადებენ, და ერთდროულად, ბოდავენ  ჩინურ ”ინვესტიციებზე”.

მიხვდით, უკვე აქედან სჩანს, რომ ესენი გიჟები არიან.


საიდან გაჩნდა  ე.წ. ”ლიბერალების” მიერ დასახელებული ციფრი მე-2 მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან” 350 000 – 400 000 ”ქართველის” და  ე.წ. ”ლიბერალების” მიერ ”ქართველებად” გამოცხადებული ”არა-ქართველების”  50 - 55  პროცენტიანი დანაკარგების შესახებ?

რუსი მკვლევარის მ. ფილიმოშინას მონაცემებით, მე-2 მსოფლიო ომში დაიღუპა 79 500 ”ქართველი”. 

საიდან გაჩნდა ციფრებში ასეთი უზარმაზარი განსხვავება?

სად 350 000 – 400 000 დაღუპული ”ქართველი”, და სად 79 500 დაღუპული ”ქართველი”?

4,5 ჯერადი, 5-ჯერადი განსხავავება საიდან?

ვინ თქვა პირველად 350 000 ? ვინ თქვა პირველად 400 000 ? 

მატყუარები მალე იტყვიან, საქართველოდან ომში გაიწვიეს 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიო”, და ამ 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან” დაიღუპა 1 მილიონი ”ქართველიო”.

განვიხილოთ ეს საკითხი დაწვრილებით

პირველი,

როგორც სჩანს, ე.წ. ”ლიბერალები”, რომლებსაც სძულთ სიტყვა ”საბჭოთა” და ამიტომ არასოდეს არც ერთ შემთხვევაში ”პრინციპულად” არ ენდობიან საჭოთა პერიოდში გამოცემულ არ ერთ წიგნს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სიხარულით არღვევენ თავიანთ ”პრინციპებს” და  სარგებლობენ ინფორმაციით ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან,  საქართველოს სსრ ტომიდან,  გვ 99., 1981 წ., რომელშიც აღნიშნულია:

"მთლიანად დიდ სამამულო ომში მონაწილეობა მიიღო საქართვ. 700 000 მეტმა წარმომადგენელმა. ე.ი. რესპ. მთელი მოსახლეობის მეხუთედმა. აქედან თითქმის ნახევარი გმირულად დაეცა ბრძოლებში".


ანუ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის,  საქართველოს სსრ ტომიდან,  გვ 99., 1981 წ., მიხედვით, მე-2 მსოფლიო ომში საქართველოს 3,5 მილიონიანი მოსახლეობიდან ჯარში გაწვეული იქნა მოსახლეობის მეხუთედი, ანუ  700 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ როგორც ქართველი, ისე არა-ქართველი, და ამ 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან” გმირულად დაეცა ბრძოლებში ”თითქმის ნახევარი”, ანუ 350 000-ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ როგორც ქართველი, ისე არა-ქართველი, მაგრამ არა 350 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, და არა 400 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”,  და მით უმეტესს, არა მხოლოდ  350 000 ”ქართველი”, და არა, მით უმეტესს, 400 000 მხოლოდ ”ქართველი”.

ვიმეორებთ, ”გმირულად დაეცა ბრძოლებში” 350 000-ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელი”, და ამ 350 000-ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელის” მხოლოდ ნაწილი იყო ”ქართველი”. 

თუ ვივარაუდებთ, რომ დაღუპულების 2/3 იყო ქართველი, და 1/3 არა-ქართველი, მაშინ 350 000-ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელიდან” ქართველი უნდა ყოფილიყო 233 333-ზე ნაკლები, ვიმეორებთ, არა 233 333, არამედ 233 333-ზე ნაკლები.


მეორე,

ჩვენი აზრით, არ შეესაბამება სინამდვილეს ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში,  საქართველოს სსრ ტომიდან,  გვ 99., 1981 წ.,  აღნიშნული ცნობა იმის შესახებ, რომ მე-2 მსოფლიო ომში საქართველოს 3,5 მილიონიანი მოსახლეობიდან ჯარში გაწვეული იქნა მოსახლეობის მეხუთედი, ანუ  700 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ როგორც ქართველი, ისე არა-ქართველი, და ამ 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელიდან” გმირულად დაეცა ბრძოლებში ”თითქმის ნახევარი”, ანუ 350 000-ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ როგორც ქართველი, ისე არა-ქართველი.

ჩვენი აზრით, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში,  საქართველოს სსრ ტომიდან,  გვ 99., 1981 წ.,  აღნიშნული ცნობა მე-2 მსოფლიო ომში საქართველოს დანაკარგების შესახებ არის შეგნებულიად გაყალბებული, კერძოდ, გაზრდილი.
გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 1981 წელს გამოცემული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ავტორების მიერ მე-2 მსოფლიო ომში საქართველოს დანაკარგების შესახებ  ინფორმაცია შეგნებულიად გაყალბდა საქართველოს სსრ-ის  ხელმძღვანელობის დავალებით, რომლებიც, კარიერისტული მოსაზრებების გამო, პირადი გამორჩენის მიზნით, ცდილობდნენ წარმოედგინათ საქართველოს ”განსაკუთრებული” როლი და მსხვერპლი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, და შესაბამისად, ამის საფუძველზე, პირადად მათ მიიეღოთ ”განსაკუთრებული” პრივილეგიები, როგორც მე-2 მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ”განსაკუთრებული” მსხვერპლის გამღები რესპუბლიკის ხელმძღვანელებს.


მესამე, 

წიგნში ”საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე” (დავით მუსხელიშვილი, მიხეილ სამსონაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ქ. თბილისი, გამომცემლობა ”გუმბათი”, 2012 წელი, ISBN 978-9941-0-4195-2), 496-ე გვერდზე, აღნიშნულია:

”საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო საერთო გამარჯვებაში. ბოლო დადგენილი მონაცემებით მსოფლიო ომის ფრონტებზე დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 311 კაცი, გაწვეულთა საერთო რაოდენობის 23,3 პროცენტი, მათ შორის ქართველი იყო 117 031 კაცი 66 პროცენტი”.

ანუ, თუ ამ მონაცემებს გავაანალიზებთ, მივდივართ დასკვნამდე, რომ:

1) თუ მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე საქართველოდან ჯარში გაწვეული ადამიანებიდან  დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 311 ადამიანი, ანუ გაწვეულების 23,3 პროცენტი, მაშინ გამოდის, რომ  გაწვეული ყოფილა 700 099  ადამიანი;

2) ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე საქართველოდან ჯარში გაწვეული 700 099  ადამიანიდან  დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 311 ადამიანი, და მათ შორის ქართველი იყო 117 031 კაცი, მაშინ გამოდის, რომ მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული 117 031 ქართველის პროცენტული წილი  საქართველოდან ჯარში გაწვეულ 700 099  ადამიანთან მიმართებაში იყო 16,71 პროცენტი;


მეოთხე,

მიგვაჩნია, რომ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში,  საქართველოს სსრ ტომიდან,  გვ 99., 1981 წ.,  აღნიშნული ორივე ციფრი, როგორც ომში გაწვეულთა რიცხვი 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, ისე დაღუპულთა რიცხვი 350 000 -ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ როგორც ქართველი, ისე არა-ქართველი, არის გაზვიადებული, რაც აგრეთვე დასტურდება შემდეგი მარტივი არითმეტიკული გამოთვლებით:

ცნობილია, რომ მე-2 მსოფლიო ომში გაწვეული იქნა მოსახლეობის დაახლოებით 17% (+-1%). საქართველოს მოსახლეობა 1939 წლის 17 იანვრის აღწერით შეადგენდა 3.5 მილიონს. ამ ციფრის 17% არის დაახლოებით 600 000, ე.ი. ომში გაწვეული უნდა ყოფილიყო  600 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, და არა მოსახლეობის მეხუთედი, ანუ 20 პროცენტი, ანუ 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, როგორც ეს ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში,  საქართველოს სსრ ტომიდან,  გვ 99., 1981 წ., არის აღნიშნული.

რაც შეეხება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში,  საქართველოს სსრ ტომიდან,  გვ 99., 1981 წ., აღნიშნულ დანაკარგებს, თუ გაწვეული იყო 700 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, მაშინ დანაკარგები ყოფილა 350 000-ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ თითქმის 50 პროცენტი? და თუ გაწვეული იყო 600 000 ”საქართველოს წარმომადგენელი”, მაშინ დანაკარგები ყოფილა 300 000-ზე ნაკლები ”საქართველოს წარმომადგენელი”, ანუ ასევე თითქმის 50 პროცენტი?

ე.ი. დაიღუპა ყოველი მეორე? მაგრამ, საღი აზრის პოზიციიდან გამომდინარეც კი,  შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ უამრავ ფრონტზე განაწილებული მრავალი ასეული ათასი ადამიანიდან დაიღუპა ყოველი მეორე, იმ პირობებში როცა ჯარში გაწვეულების მნიშვნელოვანი ნაწილი მსახურობდა ისეთ სამხედრო ნაწილებში, რომლებიც აქტიურ საბრძოლო მოქმედებებეში ან საერთოდ არ მონაწილეობდა, ან მონაწილეობდა ნაკლები ინტესიურობის საბძოლო მოქმედებებში, და შესაბამისად, საბრძოლო დანაკარგებიც ან საერთოდ არ იყო, ან მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ფრონტებზე.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია,  რომ ქართული ეროვნული დივიზიები (ისევე, როგორც ყველა სხვა ეროვნული სამხედრო შენაერთები) დაშლილი იქნა 1941 წელს ქერჩის სამხედრო ოპერაციების შემდეგ როგორც დაბალი ბრძოლისუნარიანი ნაწილები და მათი პირადი შემადგენლობა შეუერთეს სხვა სამხედრო ქვედანაყოფებს.

ქერჩის სამხედრო ოპერაციის შემდეგ ქართველების დიდ დანაკარგებს ადგილი აღარ ჰქონია. ქართველების დიდი ნაწილი მსახურობდა სამხრეთ კავკასიაში, აგრეთვე ირანის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებში, სადაც აქტიურ საბრძოლო მოქმედებეს ან ადგილი არ ჰქონდათ, ან თითქმის არ ჰქონდათ, ან ნაკლები ინტენსიურობით ჰქონდათ, და შესაბამისად, საბრძოლო დანაკარგებიც ან საერთოდ არ იყო, ან მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ფრონტებზე.


ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, ვაკეთებთ დასკვნას, რომ, 

1) ტყუილია  ე.წ. ”ლიბერალების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მე-2 მსოფლიო ომში გაწვეული 700 000  ”საქართველოს წარმომადგენლიდან” 350 000 – 400 000 მხოლოდ  ”ქართველის” დაღუპვის შესახებ. სინამდვილეში, დაღუპულებს შორის იყვნენ როგორც ”ქართველები”, ისე ”არა-ქართველები”, თუნდაც ამიტომ, ყველა დაღუპულის გამოცხადება  ”ქართველებად” არის ტყუილი;

2) ტყუილი მე-2 მსოფლიო ომში გაწვეული 700 000 ”საქართველოს წარმომადგენლიდან”, ანუ როგორც ”ქართველიდან”, ისე ”არა-ქართველიდან”,  350 000 – 400 000 ”საქართველოს წარმომადგენლის”, ანუ როგორც ”ქართველის”, ისე ”არა-ქართველის”,  დაღუპვის შესახებ მოგონილია ჯერ საქართველოს სსრ-ს საქართველოს სსრ-ის  ხელმძღვანელობის დავალებით, რომლებიც, კარიერისტული მოსაზრებების გამო, პირადი გამორჩენის მიზნით, ცდილობდნენ წარმოედგინათ საქართველოს ”განსაკუთრებული” როლი და მსხვერპლი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, და შესაბამისად, ამის საფუძველზე, პირადად მათ მიიეღოთ ”განსაკუთრებული” პრივილეგიები, როგორც მე-2 მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ”განსაკუთრებული” მსხვერპლის გამღები რესპუბლიკის ხელმძღვანელებს, ხოლო 1991 წლის შემდეგ ეს ტყუილი ატაცებული იქნა მატყუარა  ე.წ. ”ლიბერალების” მიერ იმ მიზნით, რომ მოახდინათ  საქართველოს წარსულის დისკრედიტაცია, რომ თითქოსდა მე-2 მსოფლიო ომში სტალინის ”ბოროტი ნებით” ტარდებოდა ქართველი ხალხის გენოციდის პოლიტიკა, და შედეგად ეროვნებით ქართველები დაიღუპნენ არა-პროპორციულად მეტი, ვიდრე სხვები სხვა ეროვნების ადამიანები;

3) წიგნის ”საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე” (დავით მუსხელიშვილი, მიხეილ სამსონაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ქ. თბილისი, გამომცემლობა ”გუმბათი”, 2012 წელი, ISBN 978-9941-0-4195-2) მონაცემებით, მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე საქართველოდან ჯარში გაწვეული 700 099  ადამიანიდან  დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 311 ადამიანი,  მათ შორის ქართველი იყო 117 031 კაცი;

4) წიგნის”საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე” (დავით მუსხელიშვილი, მიხეილ სამსონაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ქ. თბილისი, გამომცემლობა ”გუმბათი”, 2012 წელი, ISBN 978-9941-0-4195-2) მონაცემებით, მე-2 მსოფლიო ომის ფრონტებზე დაღუპული და და უგზო-უკვლოდ დაკარგული 117 031 ქართველის პროცენტული წილი  საქართველოდან ჯარში გაწვეულ 700 099  ადამიანთან მიმართებაში იყო 16,71 პროცენტი, და არა 50 პროცენტი, როგორც აცხადებენ ქართველი ე.წ. ”ლიბერალები”;

5) თუნდაც საღი აზრის პოზიციიდან  გამომდინარე, ტყუილია  ე.წ. ”ლიბერალების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მე-2 მსოფლიო ომში გაწვეული 700 000  ”საქართველოს წარმომადგენლიდან” ყოველი მეორის დაღუპვის შესახებ. ელემენტარულად, საღი აზრის პოზიციიდან გამომდინარეც კი,  შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ უამრავ ფრონტზე განაწილებული მრავალი ასეული ათასი ადამიანიდან დაიღუპა ყოველი მეორე, იმ პირობებში როცა ჯარში გაწვეულების მნიშვნელოვანი ნაწილი მსახურობდა სამხრეთ კავკასიაში, აგრეთვე ირანის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებში, სადაც აქტიურ საბრძოლო მოქმედებეს ან ადგილი არ ჰქონდათ, ან თითქმის არ ჰქონდათ, ან ნაკლები ინტენსიურობით ჰქონდათ, და შესაბამისად, საბრძოლო დანაკარგებიც ან საერთოდ არ იყო, ან მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ფრონტებზე;

6) ე.წ. ”ლიბერალები” ნაცისტური გერმანიის მიერ  ”ქართველების” დახოცვას დანაშაულად უთვლიან არა გერმანელ ჰიტლერს, არამედ ქართველ სტალინს (?!). ეს ჭკუანაკლულები არიან გიჟები. ე.წ. ”ლიბერალები”, ეს ჭკუანაკლულები  გიჟები, ფაქტიურად, არ ცნობენ ნიუმბერგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გერმანული ნაციზმის დანაშაულებრივ იდეოლოგიად გამოცხადებას, და თვითნებურად აცხადებენ დანაშაულებრივად გერმანული ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოს, რომელიც, არც სახელმწიფო, და არც მასში გაბატონებული იდეოლოგია, დანაშაულებრივად არც ერთ სასამართლოს არ გამოუცხადებია. და თუ ეს ე.წ. ”ლიბერალები” არ არიან ჭკუანაკლულები  გიჟები, ანუ არიან შერაცხადები, მაშინ მათი ადგილი ციხეშია, ვინაიდან ისინი ეწევიან გერმანული ნაციზმის პროპაგანდას, ნაცისტური პროპაგანდა აკრძალულია გაეროს გენასამბლეის 69/160 რეზოლუციით, და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142 პრიმა 1 მუხლის („რასობრივი დისკრიმინაცია“) თანახმად რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
15.10.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები