ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2018


ფიქრი დეფიციტშია

ფიქრი დეფიციტშია. ეს სიტყვები თავში ყუმბარასავით ამიფეთქდა და თუმცა ყუმბარის აფეთქება მხოლოდ ფილმებში მინახავს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ათასობით მცირე ნაწილაკი თავს შიგნით მტკივნეულად მიმოდაიფანტა.
სასწრაფოდ ჩავიცვი ფეხზე და გარეთ გავედი ჩემი აბსურდული ვარაუდის გამოსარიცხად, მაგრამ გზადაგზა ვგრძნობდი, რომ ამ ვარაუდს აქსიომობაზე ჰქონდა პრეტენზია.
პირველივე შემხვედრი ისე ჩავბღუჯე, თვითგადარჩენის ინსტინქტი გაუაქტიურდა და ჩემი მოგერიება არც ისე ცივილიზებული მეთოდებით სცადა.
აფექტის ეფექტით გულმოცემული მე უფრო ძლიერი აღმოვჩნდი და მონუსხვამდე დავიმორჩილე, შემდეგ დაბნეულობის ბოლო სტადიაზე მყოფ თვალებში წარბშეჭმუხნულმა ჩავხედე და პასუხის შიშით ხმადაბლა, დამარცვლით ჩემი გააქსიომების გზას დამდგარი ვარაუდი ვკითხე:
-ფიქრი დეფიციტშია?
ჩემდა გასაკვირად, ამ უკიდურესად დაძაბულ მომენტშიც მოხერხდა ჩემი გაკვირვება, როცა თავი მსუბუქად, მაგრამ მკაცრად გაინთავისუფლა, ჩემი დაუდევრობით შელახული ზედა ჩამოიხელისგულა, სულ სხვანაირი თვალები გამაცნო და თქვა:
-ფიქრი დეფიციტშია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები