დილით ადრე ვდგები და ვდარდობ იმ გაწყვეტილ ძილს, როცა მესიზმრებოდა,სოფლად როგორ თოვდა და გაწეწილს ვხედავდი ბებიაჩემ ქეთოს, კვარით ცეცხლს რომ ანთებდა .მერე ჩვენი ოდა, ღმერთო,როგორ თბებოდა, ტყემლის ფიჩხი წივილს დაიწყებდა . სამოთხე მქონდა ჩემი წილი.
დილით ადრე ვდგები და ამ ქარიან დიღომს მივუყვები.ბებია რად მესიზმრა წუხელ? დავურეკო? თან ვშიშობ ,ნეტავ კარგად იყოს, უჩიოდა წნევას და დასუსტებულ მუხლებს.
დილით ადრე ვდგები და მახსენდება ძროხა, ბებიამ რომ გაყიდა და 600 ლარით წიგნი დამაბეჭდინა შავ –თეთრი და ოხრად, და ზეცაში დაჰქროდა სიხარულით ქალი.
დილით ადრე ვდგები და ზოგჯერ გავა კვირა, ისიც არ მახსენდება თუ ოდესმე ვწერდი; ბოლოს შენთან ვიყავი და წიგნმა გამაკვირვა, ბალიშის ქვეშ რომ გქონდა შენახული ,ბები.
დილით ადრე ვდგები და როგორც ყველა თითქმის სამსახურში მივდივარ,რომ ვიშოვო ხვალის სარჩო.ჩემი ბავშვობა თითქოს ხელებს მიქნევს, და მომყვება ლოცვები თმაშევერხლილ ქალის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სერენასაც უყვარს ასეთი ლექსები )) ფინქი არ არის უინტელექტო, უბრალოდ უცნაური ინტელექტი აქვს :/:/
+5 ძალიან თბილ ლექსს <3 სერენასაც უყვარს ასეთი ლექსები )) ფინქი არ არის უინტელექტო, უბრალოდ უცნაური ინტელექტი აქვს :/:/
+5 ძალიან თბილ ლექსს <3
10. ვაიიმეეე აქამდე რატომ არ წავიკითხე.. გული ისე გამითბი, ჩემი ბებუკო გამახსენდა,მაგას ვენაცვალე... აიი ესეთი ლექსები უყვარს უინტელექტო ფინქის <3 <3 ვაიიმეეე აქამდე რატომ არ წავიკითხე.. გული ისე გამითბი, ჩემი ბებუკო გამახსენდა,მაგას ვენაცვალე... აიი ესეთი ლექსები უყვარს უინტელექტო ფინქის <3 <3
9. როგორი თბილი ავტორია ეს ადამიანი :) + როგორი თბილი ავტორია ეს ადამიანი :) +
8. სითბოთი სავსე ლექსია
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და აჯანმრთელოს ბებია ქეთო
კარგია, მაგრამ მის ნიჭიერ შვილიშვილს უკეთესი მიძღვნაც შეეძლო მგონი თან, როგორც ვხვდები, შვილიშვილისთვის ასე გამეტებულ ბებიას ეკუთვნოდა კიდეც :)
სითბოთი სავსე ლექსია
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და აჯანმრთელოს ბებია ქეთო
კარგია, მაგრამ მის ნიჭიერ შვილიშვილს უკეთესი მიძღვნაც შეეძლო მგონი თან, როგორც ვხვდები, შვილიშვილისთვის ასე გამეტებულ ბებიას ეკუთვნოდა კიდეც :)
7. სიტყვები სადაც მეზედმეტება, იქ ყოველთვის ვტოვებ გულს. <3 სიტყვები სადაც მეზედმეტება, იქ ყოველთვის ვტოვებ გულს. <3
6. ბებოსავით თბილი ლექსია. 5 ბებოსავით თბილი ლექსია. 5
5. რა სითბოა... მიყვარს შენი ლექსები, გიო ზედვაკელო :)
რა სითბოა... მიყვარს შენი ლექსები, გიო ზედვაკელო :)
4. მხოლოდ კი არ გრძნობ, ხედავ კიდევაც.
ძალიან კარგია. მხოლოდ კი არ გრძნობ, ხედავ კიდევაც.
ძალიან კარგია.
3. ემოციურია<3 ემოციურია<3
2. ძალიანი, ძალიანი მომეწონა, გამითბო ძვალ-რბილი. ძალიანი, ძალიანი მომეწონა, გამითბო ძვალ-რბილი.
1. გიო, მიყვარს შენი ძალიან რეალისტური სურათები პოეზიითა და ტკივილით სავსე. გიო, მიყვარს შენი ძალიან რეალისტური სურათები პოეზიითა და ტკივილით სავსე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|