ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2018


ფერ-უ-მორალი

ჰობი მაქვს უცნაური - ნაყოფი მოცვის ვთვალო
და მერე ვაფერადო ლურჯად და მოწითალოდ.

რადგან ზნე ავი მქონდა და სული მქონდა რუხი,
ბოსტანი მოვაშენე რეჰან და ქონდარ-უხვი.

რამდენი სარეველა ცალი იდავყით ვთელე,
სუყველა გავახუნე, სუყველა ვაყვითელე.

ვიპოვე ბოლოს, მაინც, ჩემს ჭირში დამნაშავე
და მე ის გავათეთრე! მე ის არ გავაშავე!

ცოლი რომ მოვიყვანე, ეგრევე ეცა მული,
სიზმრები მოგიჩანსო თვალებში მეწამული.

ასი ძე შეგვეძინა, ვერცერთი დავიმგვანე,
წიწვები ჰქონდა ყველას უხეში, მარადმწვანე.

მერე ამ ამბავს ჭორად ყვებოდა ყვავის გერი.
თვითონ ბუმბულჭაღარა, მახინჯი, ყავისფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები