ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2018


საფლავი ჰერბარიუმში

თეთრცხელებიანი,
სულალანძული
ცარიელ ფურცლებზე
ვკითხულობ სიტყვებს, 
ვუმზერ ყვავილებს   
იავარქმნილებს,
შავფერს და დამჭკნარს
როგორც ჩემ ფიქრებს,
ბიამან ფურცლებზე
ვხატავ ყვავილებს
ხელშეურხევლად,
ჰერბარიუმად...       
ფიქრსავსე ფურცლებზე   
ვწერ უთავბოლოდ
ფერმიმქრალ სიტყვებს
საანდერძებლად,
ცრემლით დანამულ
კაბადონთ შორის
შესუდრულ ვარდში
ვლანდავ ოცნებას,
სიკვდილმა ჩემი
სულით მოქარგა
წიგნის ფურცლები
ჰერბარიუმად...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები