ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2018


მ ი ტ ო ვ ე ბ ა...


ვდგევარ და თითქოს არავისი მესმის რაიმე
რადგან თვალებში ქვაფენილი მიმზეს მშიერი,
ვეძებ სიმწვანეს სულის ეტლი რომ შევაჩერო
როგორც უმწეო, ერთი ვინმე გადამთიელი.
მტკვრიდან გამორბის დაუღლელი ჩორთით ნიავი
ჩემამდე ჭადრის აღდგომია დიდი ხეები,
მოდის წვალებით, გადაღილი თან მომღიმარი
მეც მონატრებით შემოვხვიე ყელზე ხელები.
რამდენ გაზაფხულს დაზაფრული შევგებებივარ,
ეკლიან ბარდში მივწვდენილვარ ველის ვარდებსაც,
მახვილი გულში ჩარჩენილა უბარტყებელად
ვიღაც კი, მუდამ ჩემს ცხოვრებს ქარში აბნევდა.
შემომრჩენია გაფრენილი მერცხლის ერთი ფრთა
შენს მიტოვებას ამიტომაც ვეღარ გავბედავ.
თუ სულის ხავერდს შენს ბარხატთან ავაათასფრებ
მივიჩნევ ახლა უიღბლობაც შურით გამექცა .
სულის ეტლს დღემდე დასადგომი ვერსად ვუმარჯვე
ქარი ხელებით მიბჯენია ხის მწიფე ფოთლებს,
წიწვების გარდა არ დატოვებს ზემოთ აღარცერთს
მოწყვეტს ყუნწიდან და სუყველას მიწაზე დასცემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს