ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: იუმორისტული
22 ოქტომბერი, 2018


ნალექსები

ნეტაი გაავდრდებოდეს,
წამოიდოდეს თქეშიო,
კაბას ხო დაგილანდავდა,
ე, მაგ მშვენიერ მხრებშიო.
ბაგეთგან ჩამოღვრილ წვეთებს
ჩავაყოლებდი მზერასა,
ზედ დავამთხვევდი ამ გულსა
მაგ სველი მკერდის ძგერასა.
კლდის ქვეშ სამ შაგიფარებდი,
ავაზასავით ეულსა
და უარესად შაგშლიდი,
ისედაც გადარეულსა!
დაიმორცხვებდა ლურჯთვალა,
იქვე მოსული კესანე
და გულზე დამედებოდა
მალამოდ, შენი კვნესა მე!
ნეტაი, ისე გაავდრდეს,
ზეცა ჩამოჰყვეს ელვასა,
მეც ვერა ვგუობ ცხოვრებას,
როცა არ ვყვები ღელვასა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები