როგორ ხარ, მამა? აქ ქარები არ სწევენ მთვარეს. ჩემთვის ასეა - შეხედვისას შენს მხრებზე ვხედავ მთვარეს მიბჯენილს. წახვედი, უნდა გითხრა, იმ დღეს იბნელა ამ სამყაროში, შენს სხეულს რომ ვუკითხავდი ფსალმუნს დავითის. შენ კი ამბობდი... და არ იცი, როგორ გინანე, როგორ ჩამწყვიტე გულში ყველა სიცოცხლის ძაფი. და არ ვიმჩნევდი, მაშინ არ ვთქვი, რომ უმამობა - გალეშილი უდაბნოა მგზავრის სიცოცხლით. მაშინ ამბობდი, მიდარდებო, რადგან იცოდი, რომ შენც დაობლდი ადრე, ოთხმოცდარვაში და ოცდაათი წელიწადი ტიროდი მამას და ოცდაცამეტ წელიწადში ეს შენი შვილი საკუთარ გულში ასამარებს ყველა დანაკარგს. და მიყურებენ ამ თვალებში, ცნობენ ანარეკლს შენი თვალების, ხასიათის, ტკივილის შენი. მანდ უნდა დახვდე, ჩემი ტოლი ამოვა გოგო ერთი კი არა, ორი მამა, ნუ მკითხავ როგორ... ასე მიჯრით რომ აგედევნენ. მა, არ ვიცნობდი, მისალმებით მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ ორმოცი შენი იყო სულ რაღაც ორში და რამდენიმე დღე გავიდა რომ მოვხვდი ომში საკუთარ თავთან. კითხვებია პროტესტის ღმერთთან. ან უფრო, გეტყვი, საკუთარი უსუსურობის, რომ მხოლოდ გლოვა დამრჩენია აწი, ყოველდღე. ნუ გეშინია, არ გავტყდები, არც სხვას არ ვეტყვი, ჩემი სისუსტე ჩამეკერა სხეულში, სულში. და ამ ტკივილით უნდა ვთელო მომდევნო წლები, მთელი სიცოცხლე... მა, ხომ მიხედავ? ღმერთთან იტყვი ორიოდ სიტყვას. ისიც უთხარი, რომ მე ცოდვილს უზომოდ მიყვარს. მან კარგად იცის ჩემი გულის კვნესა ყოველი და შენი ტკბილი საუბარიც მქონდეს მეოხად. ახლა ღამეა, გიწერ წერილს, თვალებს ვხუჭავ და წარმომიდგებით შენ, გოგონები, მზრუნველი მზერა, როგორ შვილივით დაუყვავებ დაღლილ ნამგზავრებს. და მერე ჩემთან ერთ სიზმარსაც გამოამგზავრებ, რომ დამიამო სიკვდილებით ნატანჯი სული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა გულისხმიერებისთვის. მადლობა გულისხმიერებისთვის.
7. მადლობა გულისხმიერებისთვის. მადლობა გულისხმიერებისთვის.
6. თქვენი მწუხარების მოზიარე ვარ ... ძალიან მგრძნობიარედ და ღრმად გადმოცემული ემოციაა... + თქვენი მწუხარების მოზიარე ვარ ... ძალიან მგრძნობიარედ და ღრმად გადმოცემული ემოციაა... +
5. მადლობას გიხდით კომენტარებისთვის. დიახ, ბატონო ნიკი, ამ მდგომარეობაში გოგონების გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, თან მიჯრით, ძალიან იმოქმედა. მადლობას გიხდით კომენტარებისთვის. დიახ, ბატონო ნიკი, ამ მდგომარეობაში გოგონების გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, თან მიჯრით, ძალიან იმოქმედა.
4. "იქნება ის ქვეყანა სჯობს, ამ სამყაროსა წყეულსა, თორემ ერთს მაინც ვნახავდით იქიდან გამოქცეულსა." ჩოხელი
არც კი ვიცი, მისალოცია თუ მისასამძიმრებელი ადამიანის ცაში წასვლა.
მომეწონა, ყველა სიტყვა ნამდვილია, ტკივილიანი. "იქნება ის ქვეყანა სჯობს, ამ სამყაროსა წყეულსა, თორემ ერთს მაინც ვნახავდით იქიდან გამოქცეულსა." ჩოხელი
არც კი ვიცი, მისალოცია თუ მისასამძიმრებელი ადამიანის ცაში წასვლა.
მომეწონა, ყველა სიტყვა ნამდვილია, ტკივილიანი.
3. გამხნევდი ავტორო, ადრე თუ გვიან ყველა სიკვდილის შვილები ვართ. ჩვენ მკვდრებს ვჯობნით იმით, რომ შეგვიძლია მათი გახსენება. ძალიან გულდასაწყვეტია უდროოდ წასვლა. იქ ნათელი დაადგეს მათ სულს. გამხნევდი ავტორო, ადრე თუ გვიან ყველა სიკვდილის შვილები ვართ. ჩვენ მკვდრებს ვჯობნით იმით, რომ შეგვიძლია მათი გახსენება. ძალიან გულდასაწყვეტია უდროოდ წასვლა. იქ ნათელი დაადგეს მათ სულს.
1. ვიზიარებ დავით ბატონო ნათელში ამყოფოს ღმერთმა
ნეკერაც რომ არ დაგავიწყდა ამ ლექსში :(
გაიხარე ვიზიარებ დავით ბატონო ნათელში ამყოფოს ღმერთმა
ნეკერაც რომ არ დაგავიწყდა ამ ლექსში :(
გაიხარე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|