ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2018


ოდა რემონტს,რომელიც ცოლმა ამკიდა

კომპლექსი მქონდა თმის ცვენის მანამ,
ცოლმა არ მითხრა უფრო მელოტი
მომწონხარ,ბიჭო,ხუჭუჭ თმას განა
რა ჭკუა აქვსო ? მოდი, რემონტი
გავაკეთოთო ზემო სართულის,
და მოვრჩეთ ბარემ სახლის ლაგებას.
(ცოლს დარდი არ აქვს ჩემი საფულის)
ეჰ,ჩემი თმების გადასანერგად
გადადებული თანხაც ავიღე,
ავიღე ხელი თავზე, წავედი
ელიავაზე,სესხიც ავიღე,
რავი ,ამდენს თუ ვიწანწალებდი,
იმ დღის დადგომაც დავათარიღე,
როცა დაიწყო ჩემი ნამაზი.
არა ჭამა და არა გაპარსვა,
ვერც თავი ვეღარ გავილამაზე.
და სიგარეტის სამი ნაფაზით
მოწევა გახდა ყოველდღიური.
როცა დავხარჯე ათიათასი,
კოცონზე დავწვი ხარჯის დღიური.
ვეღარც ფიქრებში ვერ დავისვენე,
არც ვაკვირდები ახალ მანქანებს.
მაგრამ ჯანდაბას,ცოლი მის მერე
მეფერება და აღარ ქაქანებს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები