ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2018


ნიტა

                                      ნიტა
- ნიტა? ძალიან ამბიციურია,  უყვარს ემორციების გამოხატვა.  ამბობენ რო მამამისიც ეგეთი იყო, გენებში ჰქონდათ. არასოდეს არ თმობს, თუმცა რეალურად ძალიან სუსტია. შეუძლია საათობით დაჯდეს და იფიქროს. იფიქროს იქამე სანამ სასურველ გადაწყვეტილებას არ მიირებს.
- რა არის ნიტას განსაკუთრებული თვისება?
- აუ მღერის (იცინის) და საშინელი ხმა აქვს. თუმცა მგონია რო უკრავს. როდესაც ბარი იხურება, ნიტა საათობით ზის ფორტეიანინოზე და რაღაცას გამუდმებით იმეორებს.
- რა გამოსდის ყველაზე მეტად?
- რადგან ნიტა ბარმენია, საუკეთესო ამზადებს მოხიტოს.
- კარგით რა, საკმარისიაა ისევ ჩემზე წერთ ინტერვიუს?
- აი მთავარი პერსონაჟიც მოვიდა... ისეთი იდუმალია, ყოველთვის მგონია, რომ თავის თავზე უფრო კარგი ინტერვიუ გამოუვიდოდა.
- კარგით საკმარისიაა! გაიწიეთ საღამომდე ბარია დასალაგებელი, თქვენ  კიდე რითი ერთობით?
- კარგი რა ნიტა, ძლივს ერთი საათი გვაქვს თავისუფალი დრო ეხლა მაინც დაგვასვენე.
- შენ საერთოდ იღლები რამით?
- გაწიე კამერა! ნიტა ერთი წუთი, მოიცადე დამელოდე.
- მიდი სწრაფად მითხარი  საქმე მაქვს.
- ამ საღამოს ერთი კაცი მოვა და მინდა რო გაგაცნო.
- ვინ ადვოკატი?
- არაა მოიცადე, ის კაცია გახსოვს? რო გითხარი ბარის გაფართოვებაში დაგვეხმარება.
- კარგი მოვიდეს და ვნახოთ.
- სად მიდიხარ?
- ესაც აუცილებელია გითხრა? ეხლა ცოტახნით გავდივარ და რო დავბრუნდები, ბარი დალაგებული დამხვდეს.
    დავიბადე პარიზში, 1990 წელს. მამაჩემი ძალიან მგძნობიარე ყოველთვის დიდი ნიჭით გამოირჩეოდა ოჯახში. მაღალი იყო  მხალბეჭიანი, მისი სახლში შემსვლა ყოველთვის ხმურიანი იყო. პროფესიით არქეოლოგი იყო, თუმცა ლექსების წერა უყვარდა. სახლის კუთხეში ფანჯარასთან უყვარდა განმარტოება, ეხლაც, როცა უახლოვდები იმ ადგილს, ისევ მახსენდება ბავშური ემორციები.  ჩემი ბავშვობის უმეტესი ნაწილი უკავშირდება მამას, და ლექსებს, რომელსაც გამუდმებით გვიძღვნიდა მე და დედას. კვლავ და კვლავ გადავეშვები მოგონებებში და მახსენდება თუ როგორ მინდოდა გავმხდარიყავი კარგი ჯურნალისტი. დედაჩემი მუსიკოსი იყო, მას არ მოსწონდა ჩემი პროფესია და სულ იმეორებდა, ,,დაირლები ბევრი უბედური ადამიანების ისტორიებით.'' მამაჩემი დედას გამუმებით აჩერებდა. ,,საკმარისია დაანებე თავი, შენთვის არავის უთქვამს შეწყვიტე მუსიკა. '' დედა ისევ გაბრაზდებოდა და თავის ოთახში ჩაიკეტებოდა. ჩვენი უბანი ქალაქისგან მოშორებით იყო, პატარა იყო და ყველა ერთიმეორეს იცნობდა. არასდროს არაფერი არ დაემალებოდათ ერთმანეთის. ჩვენი სახლიდან მართალია საფრანგეთის გული არ ჩანდა, თუმცა საოცარი ბაღები ჰქონდათ გაშენებული. მთელი ჩემი ბავშობა, ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი უბნის შემდეგ არ იყო სამყარო. მამას ხშირად უწევდა მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც მივლინებიდან ბრუნდობოდა, მამა მის წინ დამსვავდა და მიყვებოდა მათ ტრაციციებზე მათ წესჩვეულებებზე. მამაჩემის თხობის შემდეგ, ყოველთვის მჯეროდა, რომ მეც მასთან ერთად ვიმოგზაურე. 
- ნიტა რა კარგია, რო მოხვედი. როგორ ფიქრობ, ეს მაგიდა ესე უკეთესია? დღეს განსაკუთრებული სტუმრები გვეყოლება.
- გიორგი ერთი წუთი გამომყევი.
- გისმენ რა გინდა?
- რას აკეთებ?
- რას ქვია რას ვაკეთებ, შენ მითხარი და ვამზადებ მაგიდას.
- არ მომწონ იმ ბიზმესმენის იდეა.
- ნიტა ეს შეიძლება შენ არ მოგწეონდეს, მაგრამ ბარისთვის ესე უკეთესი.
- გიო რას გვეტყვი ნიტას ამბიციებზე?
- გაწიე კამერა და მიხედე საქმეებს.
- არა გვიპასუხეთ, ეს სიკვდილს სიცოცხლის საკითხია.
- ეხლა ხო მეტყობა, რო თვალებით გმარხავ?
- კარგი ნიტა შეეშვი, მოდი მე გიპასუხებ მაგ შეკითხვაზე. ნიტას ყველაზე მეტად უნდა, შექმნას მუსიკა დედის მსგავსად მუსიკა, მაგრამ ვეღარ იმეორებს.
  მამამ დედა საფრანგეთში,  ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნო.  ,,პირველად დედაშენი რო დავინახე მახსოვს ფეხის კოჭებამდე, ყვითელი კოპლებიანი კაბა ეცვა და არ ვიცი რატო, მაგრამ ყველას უღიმოდა. მიკვირდა რატო, ყველას რატო უღიმოდა? იმ საღამოს მარიეტა, ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა. პირველად სწორედ მის მუსიკამ მომხიბლა, ძალიან უხდებოდა მუსიკას. საოცრად ირგებდა და ცდილობდა, მთელი თავისი ემორციები, მუსიკაში ჩაექსოვა და ეს გამოსდიოდა. ეს ჩანდა, მის ყველა დაკრულ ნოტებში,  ის ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მგზნობიარე, სწორედ მაშინ მივხვდი რო ფრანგი ქალები საოცარი ხიბლით იყვნენ დაჯილდოებულნი.'' მამა ყოველთვის აღტაცებით ყვებოდა დედას პიველ შეხვედას.
- ნიტა გამომყევი შენი გაცნობა უნდათ.
- ჰო იცი მეზარება, შემეშვი ძალიან გთხოვ.
- გეუბნები წამოდი!
- გაიცანით ბარის მეპატრონე ნიტა!
- ოო რა ქალია...
- ეე ბიჭოო!
- გიორგი საკმარისია. გისმენთ რა შემოთავაზება გაქვთ?
- ამ ბარის გვერდით ფართია, შეგვიძლია დავამატოთ ბარი უფრო გაფართოვდება და მაგიდების რაოდენებასაც გავზრდით. ძალიან მყურდო ბარია თუმცა ვფიქრობ, რომ ესე უკეთესი იქნება, კიდევ ბევრი ახალი იდიის მოფიქრება შეიძლება.
- ეს მამაჩემის ბარია და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
- ნიტა კარგი რა, მის მერე რამდენი დრო გავიდა, მგონი მართლა კარგი იქნება ბარის გაფართოვება.
- შეგვიძლია ის ფორტეპიანინო ავიღოთ და მის მაგივრად სცენით ჩავანაცვლოთ. კარგი მუსიკოსები გვყავს, ახალგაზრდები არიან და თან ძალიან ნიჭიერები, საღამო უფრო მრავალფეროანი იქნება.
- ფორტეპიანინო ისევ იქ დარჩება სადაც დგას...
- ანუ პანტნიორებას გვთავაზობთ?
- სწორედ გამიგეთ, ბარი ქალაქის შუაგულსაა თან ძალიან ლამაზი ადგილია.  დღეს ხალხს უყვარს, ესეთი მყუდრო ადგილები და ვფიქრობ, რომ უკვე დროა საქმეს შეუდგეთ და დრო არ დავკარგოთ.
- დავფიქრდებით...
- ნიტა მოიცადე სად მიდიხარ? დამელოდეთ მე დაველაპარაკები.
- სულ ტყუილად დამიწყებ ლაპარაკს, არა არ მინდა, მათი პანტნიორობა.
- ნიტა ეს ბარი, როგორც შენია ისე ჩემიცაა. ჰო არ დაგავიწყდა, ერთად ვმართავთ ამ ბარს უკვე რამდენი წელია. მარტო შენ არ გაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება.
- გიორგი რას მეუბნები, მამაჩები ბარი ავიღო და სხვა მაღაზიას შეუერთო და დედაცემის ფორტეპიანინო, რომელიც 30 წელიაა იქ დგას უბრალოდ გავაქრო?
- არავინ გეუბნება რო უნდა გააქრო, სწორედ რო 30 წლის წინ იყო, გაიგე ეს წარსულია! გამაგებინე როდემდე აპირებ წარსულით ცხოვრებას? უკვე გაიზარდე ნიტა, დროა შენს ცხოვებას მიხედო. ძალიან გთხოვ თავნ ნუღა იტანჯავ. სანამ აქაურობა არ შეიცვლება, შენ ისევ წარსულში იქნები.
- იქამდე სანამ ცოცხალი ვიქნები. აქაურობა ისე დარჩება, როგორც არის. მე ტყუილად არ დამიტოვებია საფრანგეთი შვიდი წლის წინ და სულ ტყუილად არ ვარ აქ. მე მათ დავპირდი, რომ ამ ადგილს ყურადღებას მივაქცევდი და ეს შენც ძალიან კარგად იცი.
- კი ვიცი, ისიც კარგად მახსოვს, შვიდი წლის წინ, სწორედ მე ვიყავი მარტო შენს ცხოვრებაში. სწორედ შენ შემომთავაზე დახმარება, ამ ბარის გახსნაზე.  შენი წინაღმდეგობების მიუხედავად, იმ დღიდან დღემდე, აქ ვარ. ეხლა კი მომეცი საშუალება ბარის საკეთილდღეოდ, მეც მივიღო გადაწყვეტილება.
- გიორგი არა!
- ვიღებ თქვენს შემოთავაზებას.


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები