ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 ოქტომბერი, 2018


სიკვდილი N....

მოკლედ და კონკრეტულად.
( ვეცდები გასაგებადაც)
      ის ფაქტი, რომ ადამიანებს მიდრეკილება გვაქვს მოვკლათ სხვა ადამიანი,ამის არსი და წარმოშობა არა აქ, არამედ ძალიან შორეულ წლებში, რელიგური კუთხით რომ ვთქვათ, ბიბლიაში უნდა ვეძიოთ, ( დაბ. 4,1-8) სადაც ორი უბრალო ძმა,მიწათმოქმედი კაენი და მეცხვარე აბელი,იმ პატივმოყვარეობის მსხვერპლნი გახდნენ,რაც  შურმა წარმოშვა და ბოლოს კაენი თავის სიმცირეს ვერ მოერია. მან აბელი მოკლა.
 
  ის ამბავი, რომ ჩვენში, მსგავსი ფაქტი ხშირი და ყოველწლიურია, არ შეიძლება ადამიანს უბრალოდ ჯდომის და მშვიდად ძილის საშუალებას გაძლევდეს.

  ტელევიზია იუწყება, რომ გარდაცვლილი  იპოვეს ცხრა წლის გოგონა, რომელსაც ექსპერტიზის შედეგად, დაზიანებები აღმოაჩნდა.

დავზიანდი მე.
შენ.

  როგორც ზემოთ ავღნიშნე, მოკლედ მსურს გადმოცემა სათქმელის. 
მკვლელობის დროს, პირველი კითხვა, რაც გაუცნობიერებლად ყველას გვებადება, არის რატომ მოკლა? თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი კითხვა უადგილოა.
   
  “ მკვლელის კვალს მიაგნეს”
დაკავებულია.

    სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს,მაგრამ ის მდომარეობა, რომ მკვლელი ციხეშია, ფაქტს არა თუ ვერ ცვლის, ვერც ამსუბუქებს. ადამიანები კმაყოფილები ვართ რომ მას კანონის წინაშე, სასამართლოში აგებინებენ პასუხს.
      ეს ყველაფერი მე არ მესმის. ის , და არა მხოლოდ ეს ერთი რიგითი, ( პიროვნება ვერ ვაკადრე)  ისხდნენ, მიესაჯათ, მაგრამ იგივე. ციხე იმდენად საშინელი ადგილი არ არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია,მიუხედავად იმისა, რომ ახლოდან არც მინახავს.

ძალიან უსაფუძვლოდ მიმაჩნია, ღრმად მორწმუნეების აზრი, რომ  მას ღმერთი მიხედავს. ( ანუ დამნაშავეს) ეს ასე რომ ყოფილიყო, მსხვერპლი ცხვირწინ არ გვექნებოდა. “ არა კაც კლა”-ს არ აქვს ძალა, ადამიანებმა ეს დღემდე ვერ გავითავისეთ. აგერ, ა, მეცხრე საუკუნეა ვკითხულობთ რუსთაველს და ვერაფერი, ვერაფერი ვერ შევიძინეთ. ჩვენ გვინდა გვიყვარდეს ის საქართველო, რომელსაც ვხედავთ და არა მხოლოდ ის, რას წაგვიკითხავს.სამშობლო ხომ მხოლოდ მინდორ- ველი არ არის, ის ადმიანიცაა.

    ადამიანზე გამახსენდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენად რთული ამბავი, რამდენიმე ცრემლი და წარსულს მიეცემა. სხვაგვარად რამე უნდა გვშველოდა. მახსენდება მასობრივი აქციები, პოეტის თუ პოეტების, რომლებიც საკუთარი პრობლემის საკეთილდღეოდ გადასაქცევად, შიმშილობდნენ, რომ არ წაეგოთ. ჯამში მიწყნარდა და მიილია.
   
  ასეთ დროს ვინ სად არის?
მართლაც ასეა:
    “სად არიან შვილები
      ქარია, არ არიან?!”

  ვეთანხმები და ღრმად ვიაზრებ იმ აზრს, რომ ბოროტების წინააღმდეგ სიკეთე არ კმაროდა არასდროს.
ხალხი ვართ დამნაშავე.
ჩვენ, ვინც ვიძახით არ განვიკითხოთო და ამას მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინია, სკამების ქვეშ ვძვრებით.
   
    რწმენით ადამინს შეიძლება ბევრი რამ სწამდეს, ან ერთი და უჩვეულო, რწმენის ღმერთის არსებობაში არევა ვის გაუგია?! მკვლელზე მეტად ეს ხალხია საშიში, ამოფარებულები, რომლებმაც ისეთი ცოდვები მოინანიეს, რომ ღვთის წყალობა ბოლომდე დალიეს, რომლებიც თავისუფლებას კაწრავენ,ისინი, რომლებმაც არ იციან, რომ სიწმინდე აცდენთ თაყვანის ღირსი, რადგან არ იციან, რომ ცოდვილთთვის აგებენ ტაძრებს და არა ღვთისთვის.

  არ მიყვარს ქვეყანა, სადაც ბავშვებ გუდავენ, კლავენ, ვითომ და არაფერი.

რას აკეთებ შენ?!

ერს მაგალითი სჭირდება. სიმამაცის, ღირსების.

დამტკიცებულია, რომ ადამიანს არ შეუძლია , თუ ადამიანია, პეპალა  მოკლას, კატა დაახრჩოს, თოვაში ჩიტს ესროლოს, მაგრამ ადამიანს არ ეპატიება უღირსი. მე დამნაშავის მკვლელობას არ ვღაღადებ, მაგრამ არც ხელის არ განძრევაა სწორი.
 
      ის გახსოვთ, მე სამწუხაროდ სათაური არ მომაგონდა, იქნებ თქვენ:    ქმარი საყვარლის მოსაკლავად იარაღს რომ არჩევს და ბოლოს თევზსაჭერ ბადერ რომ ყიდულობს?!
        ეს არ მოგვივიდეს, თუ ...
       

      თორემ იქნება ერთხელაც ამოგვასხას, მივახალოთ
ცხოვრებას, უცაბედად ამდენად გალაჩრებულს.

     
      არავინ არ ვიცით,რას გრძნობდა ის ბავშვი, რა ტკივილს განიცდიდა,  ვერც იმაში დამარწმუნებთ, რომ სასჯელოს მოხდის შემდეგ, მსხვერპლი არ გაიზრდება, ( უიმისოდაც)
 
      ციხესაც არ აქვს ძალა. ყველამ იცის, რომ მსგავს ქმედებაზე სასჯელია.
ძალა ჩემი აზრით ადამიანებშია.
თუნდაც ის შორს მცხოვრები მეზობელი იყოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები