ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბასტალევი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2018


ლექსებს ხომ სულ სხვა ხიბლი აქვთ

ლექსებს, ხომ სულ სხვა ხიბლი აქვთ?
გინდ ცხენით, გინდ ფეხით გივლიათ.
ზეზე მდგარს, თუ ზურგზე დაწოლილს,
გაგიჟებულს თუ აწონ-დაწონილს,
ლექსებს! ხომ სულ სხვა ხიბლი აქვთ?!
საიდან მოდის და რისთვის?
ან საერთოდ ჩემთვის თუ სხვისთვის?
რაა მიზანი, სად არის წყარო?
როგორ მივაგნო, სად გადავეყარო?
არის თქმული, ვინც მოძებნის იპოვნის,
ვისაც დასჭირდების ითხოვნის.
არ მწამს ამგვარად, არ არის ასე,
მიწა მათხოვრებით ისედაც არის სავსე!
ბედი ხომ, დასაბამიდან გეძლევა?
როგორც სახელი, ბედით გერქმევა.
უნდა გერგუნოს ის რაც არის შენი,
რისი ღირსიც ხარ გვარობით შენით.
იყო და, არა იყო - რა...
ამაზე ბრძნული არა თქმულა რა...
მაშინ გავუგებთ ამას იოლად.
ჩვენც რომ ვიქცევით არა იყო რად.
თუმცა ერთი ვიცი მე მხოლოდ,
მხოლოდ ერთი რამ ბოლოს და ბოლოს,
იქ სადაც ვარ, სადაც მივდივარ,
აქ არავის არასდროს გივლიათ.
ამ ლექსებს კი, სულ სხვა ხიბლი აქვთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები