ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 ოქტომბერი, 2018


მე არ დავწერდი..

მე არ დავწერდი ლექსს,რომ არ  მომკვდომოდა დედა...
მამაჩემს დედაჩემი სიკვდილამდე რომ ყვარებოდა, არც მიტოვებაზე დავწერდი.
არც სიყვარულზე  დავწერდი,  ოდესღაც რაღაც რომ არ მეგრძნო...
საქართველოში  რომ არ შიმშილობდნენ, არც უამრავი ახლობელი მეყოლებოდა  ემიგრანტი და ვერც მათზე დავწერდი

ქუჩაში მაწანწალა ძაღლებზეც  არ დავწერდი, მეზობელს  ეზოდან საკუთარი  ძაღლი რომ  არ გამოეგდო და ყოველდღე  ჩემთვის ნაყიდ პურს არ ვაჭმევდე.

ვერც  ამ ტკივილზე დავწერდი,  უამრავი შვილმკვდარ დედას რომ არ ვხედავდე.
თუმცა  ამ ტკივილზე მაინც არასოდეს დამიწერია
ძალა არ მეყო ...

სრული  ინსპირაციაა ჩემი ცხოვრება და...

ნეტავ  მეცხოვრა მუდოსავით, არ მეგრძნო სიკვდილი, სიყვარული, ტკივილი
არც ამდენი  ნაბოდვარი მეწერა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები