ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2018


* * *

შენი მონატრება დამჩემდა ძვირფასო...
იცი? - ამინდებმა ხელახლა ამრია,
ყვითლად ჭორაობენ ფოთლები -  უყვარსო...
ჰოდა, ეს გრძნობებიც სულ ჭორის ბრალია.
იცი? - ამ ქარებმაც სულ მთლად გადამადეს
ყველა სიგიჟე და ყველა აღტკინება,
ახლა თუნდაც სული შენით "დაავადდეს"
აღარ მედარდება უკვე ატკივებაც.
ახლა შემოდგომაც ისე შიშველია,
როგორც ჩემი ფიქრი შენზე დამარცვლილი...
იცი? - მინის მიღმა ცივი სისველეა,
ჩემში კი შენ თბილობ, ცრემლად დავარცხნილი...
ნეტავ დაგანახა, ნეტავ...ეს საღამოც
როგორ უცნაური ღელვით შეიფერა,
როგორ დაგამსგავსე ისევ ჩემს სამყაროს
და მზის სარეცლიდან ამდგარ ბედისწერას,
ნეტავ დაგანახა...ნეტავ გაიგონო,
როგორ მომესურვა ახლა შენმა სუნთქვამ
ყურთან ნიავივით  ვნებით ჩამიქროლოს
და ცამ სულ თავიდან იწყოს ჩამოფურცვლა!..
შენი მონატრება დამჩემდა ძვირფასო...
იცი? - ამინდებმა ხელახლა ამრია,
ყვითლად ჭორაობენ ფოთლები - უყვარსო...
ჰოდა, ეს გრძნობებიც ჭორების ბრალია!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები