ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თიბათვე.
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2018


დილა მშვიდობისა

დილა მშვიდობისა ჩემი ოცნებების ლურჯად ასრულებავ.
ჩემო გაღიმებავ, აღმოსავლეთიდან ცაზე ამონთებად.
ჩემო შორეულო ქარო სურვილების, მინდვრად გაფანტულის
ყვითელ ყვავილებად.

კოცნით გაგაღვიძებ... მინდა დამიკრიფო მინდვრის ყვავილები.
თმებში ჩამიქარგო შენი სიყვარულის მსგავსად, ალაგ-ალაგ.
შენც ხომ შეგიყვარდი მინდვრის ყვავილივით ასე უბრალოდ და
ზოგჯერ ხანდახანად?

დილა მშვიდობისა , ჩემო სიყვარულო. შენთვის უჩვეულო,
ვერ გაურკვეველი, თითქოს უცნაური მოსჩანს მწვერვალები.
და იქ ახლოა და უფო დიდებული სანახავი არის
ზეცა მეწამული.

მინდა შენთან ერთად ვნახო ცაზე ხოლმე როგორ იწვის დილა.
მინდა ოცნება და არა რეალობა უკვე შეჩვეული.
სანამ ჩაეძინა დაღლილ აღმოსავლეთს მოდი გიწილადო
ჩემი სიყვარული.

დილა მშვიდობისა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები